Nuk
ვიტრუმი ჯუნიორი პლუსი / VITRUM JUNIOR Plus


შემადგენლობა

ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ვიტამინები:
რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A) - 5000 სე1
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) - 400 სე2
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E ) - 30 სე3
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) - 300 მგ 
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) - 1,5 მგ 
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) - 1,7 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) - 2 მგ
ნიკოტინამიდი - 20 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) - 6 მკგ
ფიტომენადიონი (ვიტამინი K1) - 10 მკგ
ბიოტინი - 45 მკგ 
ფოლის მჟავა - 400 მკგ 
კალციუმის პანთოტენატი - 10 მგ
კალციუმის ჰიდროფოსფატი (კალციუმი) - 160 მგ
მაგნიუმის ოქსიდი (მაგნიუმი) - 40 მგ
რკინის ფუმარატი (რკინა) - 18 მგ
სპილენძის ოქსიდი (სპილენძი) - 2 მგ
თუთიის ოქსიდი (თუთია) - 15 მგ
მანგანუმის სულფატი (მანგანუმი) - 1 მგ
ქრომის ქლორიდი (ქრომი) - 20 მკგ
ნატრიუმის მოლიბდატი (მოლიბდენი) - 20 მკგ
კალციუმის ჰიდროფოსფატი (ფოსფორი) - 50 მგ
კალციუმის იოდიდი (იოდი) - 150 მკგ
1 - ექვივალენტურია 1.72 მგ რეტინოლის
2 – ექვივალენტურია 10 მკგ ქოლეკალციფეროლის
3 - ექვივალენტურია 30 მგ ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის 
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, საქაროზა, სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლიმონის მჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, ასპარტამი, საღებავი მზის ჩასვლა ყვითელი (E110). 
აღწერილობა: მრგვალი, ბრტყელი, ჩამოთლილი კიდეების მყონე, ღია ყავისფერი - მონარინჯისფერო ღია ყავისფერი ტაბლეტები, ღია და მუქი წინწკლებით, ერთ მხარეს გამყოფი ნაზოლით და მსუბუქი ხილის სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სპეციალურად შერჩეული დოზები შეესაბამება ბავშვის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ვიტამინებზე და მაკრო- და მიკროელემენტებზე. ხელს უწყობს ორგანიზმის არასპეციფიური დამცავი ძალების მომატებას.

ჩვენებები
ჰიპოვიტამინოზის და მაკრო- და მიკროელემენტების უკმარისობის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში, მათ შორის:
- ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის პერიოდში; 
- გადატანილი დაავადებების შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში;
- არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვებისას.

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად, ტაბლეტი იღეჭება კვების შემდეგ.
7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – დღეში 1 ტაბლეტი, 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – დღეში ½ ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია შარდის შეფერილობის შეცვლა ინტენსიურ ყვითელ ფერად, შესაძლებელია განავალის შეფერილობის შეცვლა მუქ ფერად, რაც არ წარმოადგენს საშიშროებას.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ; A და D ჰიპერვიტამინოზი; 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ღებინება, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს. 
მკურნალობა: გააქტიურებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჭარბი დოზის თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული ვიტამინებისა და რკინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?