Nuk
ველედა ხველების ელექსირი - ველედა / Weleda Hustenelixier

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ველედა
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 100 მლ სიროფი ფლაკონში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
100 გ (= 76 მლ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: 0,6 გ ტუხტის (Althea officinalis) ფესვის წყლიანი ექსტრაქტი 5 გ / 0,15 გ ხებალახას (Solanum dulcamara) ღეროების, 0,35 გ ფოლორცის (Marrubium vulgare) ბალახის, 0,5 გ ანისულის (Anisum vulgare) ნაყოფის, 0,35 გ მცოცავი ბეგქონდარას (Thymus serpyllum) და 2,85 გ ჩვ. ბეგქონდარას (Thymus vulgaris) წყლიანი ნახარში 30 გ / დროზერას (Drosera longifolia) ხსნარი D2 (D2 30% სპირტით) 0,1 გ / ალაოს (Malt) ექსტრაქტი 5 გ / იპეკაკუანას (Ipecacuana officinalis) სპირტიანი ნახარში (= D1) Ø 0,1 გ / მედგარას (Pulsatilla vulgaris) ხსნარი D3 (D2 43% სპირტით, D3 30% სპირტით) 0,01 გ.
სხვა ინგრედიენტი: საქაროზა.

ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე კატარალური ანთებები, ამოხველების გასაადვილებლად და ხველების შესამცირებლად.

მიღების წესები და დოზები
ელექსირის მიღება უმჯობესია თბილ ჩაიში გახსნილი სახით. 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: სამჯერ დღეში 1/4 - 1/2 ჩაის კოვზი; ბავშვები 6 წლის ასაკს ზევით და მოზარდები: ყოველ სამ საათში 1 ჩაის კოვზი.

სად შევიძინოთ?