Nuk
ქსიმელინი 1მგ/მლ ცხვირის წვეთები / XYMELIN


გამოყენების   ინსტრუქცია

ქსიმელინი

XYMELIN

 

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ქსიმელინი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ქსილომეტაზოლინი

სამკურნალო ფორმა: ცხვირის წვეთები

შემადგენლობა: 

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

კომპონენტები

0,05%

0,1%

აქტიური ნივთიერება:

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

0,5 მგ

1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დინატრიუმის ედეტატი

0,5 მგ

0,5 მგ

ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი

2 მგ

2 მგ

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი

2 მგ

2 მგ

ნატრიუმის ქლორიდი

7,4 მგ

7,3 მგ

ბენზალკონის ქლორიდი

0,1 მგ

0,1 მგ

გასუფთავებული წყალი 991,5 მგ

991,1 მგ

 

 

აღწერილობა

გამჭვირვალე, უფერო სითხე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიკონგესტიური საშუალება – ალფა-ადრენომიმეტური.

კოდი ათქ: R01AA07.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტური მოქმედებით, იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროებას, შედეგად, ხსნის ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას და შეშუპებას. ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას.

თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება გამოყენებიდან ორი წუთის შემდეგ და გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში.

In ვიტრო კვლევებმა აჩვენეს, რომ ქსილომეტაზოლინი თრგუნავს ადამიანის რინოვირუსის ინფექციურ აქტივობას, რომელიც იწვევს ,,გაციებას”.

 

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, შრატში კონცენტრაციები იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა შეუძლებელია თანამედროვე ანალიზური მეთოდებით.

 

გამოყენების ჩვენება

მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდო) გამოვლინებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიიტი, შუა ყურის ანთება (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). 

ავადმყოფის მომზადება ცხვირის სავალი გზების დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევა თავის ტვინის გარსებზე (ანამნეზში), მდგომარეობა ტრანსსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდეგ, ორსულობა, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი (ქსიმელინის 0,05% დოზისთვის); 6 წლამდე ბავშვთა ასაკი (ქსიმელინის 0,1% დოზისთვის).

პრეპარატი არ გამოიყენება მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს, მათი მოხსნიდან 14 დღიანი პერიოდის ჩათვლით.

 

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის გიდ, სტენოკარდია, პორფირია, ლაქტაციის პერიოდი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ადრენერგული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რომელსაც თან ახლავს უძილობა, თავბრუსხვევა, არითმია, ტრემორი, მომატებული არტერიული წნევა.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისთვის სარგებლისა და ბავშვისთვის რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ, ექიმის მეთვალყურეობით. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

 

გამოყენების წესი და დოზები

ინტრანაზალურად.

0,05% წვეთები 2-6 წლის ბავშვებისთვის: 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში, დღეში 1-2-ჯერ. დღეში გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ.

0,1% წვეთები მოზრდილებისთვის და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში (საჭიროებისას შესაძლებელია გამეორება); დღეში გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ.

პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 10 დღე. ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილების მეთვალყურეობით.

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებით, გამოყენების წესით და დოზით.

 

გვერდითი მოქმედება

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

იშვიათი: დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).

ძალიან იშვიათი: შფოთვა, დაღლა, თავის ტკივილი, უძილობა, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები (უპირატესად ბავშვებში).

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან

ძალიან იშვიათი: მხედველობითი აღქმის სიმკვეთრის დარღვევა.

დარღვევები გულის მხრიდან

იშვიათი: არტერიული წნევის მატება.

ძალიან იშვიათი: ტაქიკარდია, არითმია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრიდან

ხშირი: ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და/ან გაღიზიანება, წვა, ჩხვლეტა, ცემინება, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია, ცხვირის ლორწოვანი გარსის პარესთეზია.

არახშირი: ცხვირის დაგუბება (რეაქტიული ჰიპერემია), განსაკუთრებით ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას.

იშვიათი: სისხლდენა ცხვირიდან.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან

იშვიათი: ღებინება, გულისრევა, დისკომფორტი კუჭის მიდამოში.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

 

ჭარბი დოზირება

ქსილომეტაზოლინის ჭარბი დოზით ადგილობრივმა გამოყენებამ ან შემთხვევით შიგნით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი თავბრუსხვევა, არარეგულარული პულსი, მომატებული ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაწევა, თავის ტკივილი, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მატება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და კრუნჩხვები. არტერიული წნევის მატებასთან ერთად შესაძლებელია დაფიქსირდეს მისი მკვეთრი დაწევა.

შესაბამისი შემანარჩუნებელი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ჭარბ დოზაზე ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ზოგჯერ ნაჩვენებია დაუყოვნებელი სიმპტომატური მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით. ეს ზომები უნდა მოიცავდნენ პაციენტზე ზედამხედველობას რამდენიმე საათის განმავლობაში.

გულის გაჩერებით მიმდინარე მძიმე მოწამვლის შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ერთი საათი.

 

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ქსილომეტაზოლინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, მათი მოხსნიდან 14 დღიანი პერიოდის ჩათვლით.

ტრი- ან ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებთან და სიმპატომიმეტურ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქსილომეტაზოლინის სიმპატომიმეტური ეფექტის გაძლიერება, შესაბამისად, ასეთი კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (10 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში), მაგალითად ქრონიკული რინიტის დროს.

პრეპარატის ხანგრძლივმა (10 დღეზე მეტი) ან ჭარბი დოზით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ,,რიკოშეტის” ეფექტი (მედიკამენტოზური რინიტი) და/ან ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში და ბავშვებში.

თუ 10 დღის გასვლის შემდეგ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

 

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

 

გამოშვების ფორმა

ცხვირის წვეთები 0,05% და 0,1%.

პრეპარატის 10 მლ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი-საწვეთურში. ფლაკონი თავდახურულია პოლიპროპილენის სახრახნი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი. 

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?