Nuk
ცინკოროტი ® / Zinkorot®


1. რას წარმოადგენს ცინკოროტი® 25 ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის?
ცინკოროტი® 25 ტაბლეტები არის თუთიის შემცველელი პრეპარატი, გამოიყენება თუთიის ნაკლებობის დროს, როდესაც დეფიციტის შევსება ვერ ხერხდება საკვების საშუალებით.

 

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებამდე?
ცინკოროტი® 25 ტაბლეტები არ გამოიყენება: 

თუ თქვენ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა) ცინკოროტატის® 2H2O- ან ცინკოროტი® 25 ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალ რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.

ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
თუთიის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სპილენძზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება.

ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად:

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პრეპარატები არ საჭიროებდნენ ექიმის რეცეპტს.
ხელატის წარმომქმნელმა ნივთიერებებმა, როგორიცაა D-პენიცილამინი, დიმერკაპტოპროპანსულფონის მჟავა (DMPS), დიმერკაპტობერნის ქარვის ქვის მჟავა (DMSA) ან ეთილენდიამინტეტრას ძმარმჟავა (EDTA) შესაძლოა შეამცირონ თუთიის შეწოვის უნარი ან გაზარდონ გამოდევნის უნარი.
თუთიისა და ფოსფატების, რკინის, სპილენძისა- და კალციუმის მარილის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა შეამცირონ თუთიის რესორბციის უნარი.

თუთიამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს სპილენძზე. დიდი რაოდენობით თუთიამ შესაძლოა შეამციროს რკინის მიღებისა და შენარჩუნების უნარი.

თუთია ამცირებს ტეტრაციკლინის, ოფლოქსაცინის და სხვა ქინოლონების (მაგ. ნორფლოქსაცინის, ციპროფლოქსაცინის) რესორბციას. ამიტომ თუთიისა და აღნიშნული მედიკამენტების მიღებისას საჭიროა სულ მცირე 3 საათიანი შუალედის დაცვა.

ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფიტინის მაღალი რაოდენობით შემცველი საკვები ნივთიერებები (მაგ. ხორბლის პროდუქტები, პარკოსანი მცენარები, თხილეულობა) ამცირებენ თუთიის რესორბციას. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ყავა აფერხებს თუთიის რესორბცია.

ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
კლინიკურად მკაფიოდ გამოვლენილი თუთიის ნაკლებობის შემთხვევაში ცინკოროტი® 25 ტაბლეტების სამკურნალო დოზის ფარგლებში მიღება არ არის შეზღუდული.

ბავშვები და ხანდაზმული პაციენტები
ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი კვლევები ბავშვებთან მიმართებაში. მოხუცი პაციენტებისათვის არ არსებობს რაიმე სპეციალური გამოყენების წესი.

კონცენტრირებისა და ავტომობილის მართვის უნარი
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პრეპარატი ზეგავლენას ახდენას კონცენტრირების, ავტომობილის ან სხვა რაიმე ტექნიკის მართვის უნარზე.

3. ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღების წესი

მიიღეთ ცინკოროტი® 25 ტაბლეტები ყოველთვის ფურცელჩანართში მოცემული მითითებების შესაბამისად. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ დაიცვათ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღების წესი, სხვა შემთხვევაში მედიკამენტი არ იმოქმედებს!
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას, მაშინ რეკომენდირებული ჩვეული დოზაა 1/2 ან 1 ტაბლეტი დღეში. 

გამოყენების ფორმა
ტაბლეტი უნდა მიიღოთ კვების შემდეგ საკმაო დროის გასვლის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. 

გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული შედეგების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს!
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების ზემოქმედება ძლიერი ან პირიქით სუსტია.

თუ თქვენ მიიღეთ ზედმეტი რაოდენობით ცინკოროტი® 25 ტაბლეტები:
ორალურად მრავალჯერადი დოზიმიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეტალის გემოს შეგრძნება ენაზე, თავის ტკივილები ან დაღლილობა, რაც მედიკამენტის მიღების შეწყვეტისთანავე სწრაფად ქრება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღება:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

მიღება უნდა განაგრძოთ დანიშნული დოზის მიხედვით.

თუ გსურთ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიების შეწყვეტა:
მედიკამენტით მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის ან მისი დასრულებისათვის არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება. გარანტირებული თერაპიული შედეგის შენარჩუნების მიზნით, პრეპარატის მიღების შეწყვეტის ან მკურნალობის დროზე ადრე დასრულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს რეკმენდაციისათვის.
მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, ცინკოროტი® 25 ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყოველ პაციენტში.
გამოკვლევების შედეგად გვერდითი მოვლენები აღენიშნათ პაციენტებს შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირად                      (> 1/10)

ხშირად                                   (> 1/100 დან <1/10 მდე)

საშუალოდ                             (> 1/1.000 დან >1/100მდე)

იშვიათად                             (> 1/10.000 დან < 1/1.000მდე)

ძალიან იშვიათად               (> 1/10.000)

არ არის ცნობილი                  სიხშირე არ არის დადგენილი

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავთა დაავადებები

ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგ. მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და კუჭის გაღიზიანება. ეს ჩივილები აღინიშნება უმეტესად მკურნალობის დაწყების მომენტში და ხშირად პრეპარატის უზმოზე მიღებისას.

ასეთ შემთხვევაში გამონაკლისის სახით პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის დროს, მაგრამ არა მცენარეულ საკვებთან ერთად (იხ. პუნქტი მიღება საკვებთან ერთად).

თუთიის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის ნაკლებობა. (იხ. თავი რა უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე )

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული.

5. შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე ან ჭურჭელზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
მედიკამენტი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ცინკოროტი® 25 ტაბლეტები:
აქტიური ნივთიერება არის:
1
ტაბლეტი სატეხი ღარით შეიცავს 157,36 მგ ცინკოროტატ  2H2O, ექვივალენტურია 25 მგ შესაბამისად 0.38 მმოლ თუთიის
დამხმარე ნივთიერებებია:
მაღალდისპერსიული სიცილიუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K 30, ნატრიუმის კარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ცინკოროტი® 25 ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
თეთრი ფერის ტაბლეტები სატეხი ღარით

შესაძლებელია ტაბლეტის თანაბარ ნაწილად გაყოფა
შეფუთვაშია 20 ტაბლეტი,

ინფორმაცია  ჩვენი პაციენტებისათვის
თუთია წარმოადგენს მნიშვნელოვან მიკრო ელემენტს, რომელიც ორგანიზმს გარედან მიეწოდება, ვინაიდან მას ჩვენი ორგანიზმი თავად არ გამოიმუშავებს. იგი არის მრავალი ბიოკატალიზატორის (ფერმენტების) შემადგენელი ნაწილი და მონაწილეობს ცენტრალურ ნოვთიერებათა ცვლაში.

ორგანიზმში მისი განსხვავებული და კომპლექსური ზემოქმედების გამო მრავალდეროვანია, აგრეთვე თუთიის ნაკლებობის მანიშნებელი სიმპტომებიც. თუთიის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მიდრეკილება ინფექციური დაავადებების მიმართ, რადგანაც თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემის ფუნქციონირებაში. აქედან გამომდინარე შესაძლებელია აგრეთვე, რომ თუთიის დეფიციტმა გამოიწვიოს ჭრილობის მოშუშების დაბრკოლება. გარდა ამისა თუთიის ნაკლებობამ შესაძლოა დააბრკოლოს ორგანიზმის ზრდა.

თუთიის ნაკლებობას იწვევს მისი არასაკმარისი მიწოდება ან არასწორი კვება, როგორიცაა მაგ. შიმშილის დიეტა. თუთიის ნაკლებობა შესაძლებელია აგრეთვე გამოწვეული იყოს თუთიის შეწოვის უნარის დაქვეითებით (მაგ. ნაწლავური დაავადებებისას) ან თუთიის ჭარბი გამოყოფის გამო, მაგ. ალკოჰოპლის მოთხოვნილებისას, საფაღარათო საშულებების ან სხვა მედიკამენტების მიღებისას.

სად შევიძინოთ?