Nuk
ალერგიის მსოფლიო კვირეული
ალერგიის მსოფლიო კვირეული

მისამართი: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი
თარიღი: 16/04/2015

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი და კომპანია BERLIN - CHEMIE/MENARINI

ჩატარდა საქართველოში ალერგიის მსოფლიო კვირეულის (13-19 აპრილი, 2015) აღნიშვნის ღონისძიება, რომელიც შედგა 2015 წლის 16 აპრილს, ხუთშაბათს 18:00 საათზე სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“ (თბილისი, თავისუფლების მოედანი).

ალერგიის მსოფლიო კვირეულის აღნიშვნის ინიციატორია ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია (World Allergy Organization-WAO). ის წარმოადგენს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის 95 რეგიონალური და ნაციონალური  საზოგადოების საერთაშორისო ალიანსს. 

WAO ტრადიციულად ყოველ წელს ამახვილებს ყურადღებას სპეციფიკურ დაავადებაზე, წლევანდელი წლის თემატიკად შერჩეულია - სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების ადამიანური და ეკონომიკური ტვირთი.  კონფერენციის მიზანია გაიზარდოს მოსახლეობისა და ჯანდაცვის პროფესიონალების გათვითცნობიერება სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების  გავრცელების, დიაგნოსტიკის, ხარისხიანი მკურნალობის, უსაფრთხოებისა და პრევენციის საკითხების ირგვლივ.

გლობალური დათბობის, კლიმატური პირობების კატაკლიზმებისა და გავრცელებულ მცენარეთა ალერგენობის თავისებურებების გათვალიწინებით მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს, მისი გეოგრაფიული ადგილსამყოფელისათვის დამახასიათებელი აეროალერგენების გავრცელების წლიური კალენდარი. ანალოგიური კალენდარი დღევანდელ დღეს შედგენილია ყველა განვითარებულ ქვეყანაში და აეროალერგენების გავრცელების პროგნოზი ყოველდღიურად აისახება მეტეოროლოგიური პროგნოზის მაჩვენებლებთან ერთად. 

კონფერენციაზე პირველად საქართველოში მოხდება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფის მიერ  ჩატარებული ფუნდამენტური კვლევის შედეგად მიღებული თბილისის აეროალერგენების (მცენარეთა მტვრის მარცვლისა და სოკოვანი სპორების) სეზონური გავრცელების კალენდრის პრეზენტაცია.

კვლევა შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში  (პროექტი #FR/571/8-406/11). აღნიშნული გრანტის საშუალებით შეიქმნა საქართველოსთვის თვისობრივად ახალი,  აეროალერგენების დათვლის სამსახური, რომელიც  საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით აგრძელებს ამ დარგის განვითარებას საქართველოში.

საქართველოში ალერგიის მსოფლიო კვირეულის ხელმძღვანელი: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - მაია გოთუა
ტელ: 2 520 533
მობილური- 599 583017
E-mail: [email protected]

საკონტაქტო პირი: მაია კოტიშაძე
მობ. 593 9987 44
E-mail: [email protected]