Nuk
ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მისამართი: სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი
თარიღი: 03/06/2009

2009 წლის 3 ივნისს ქ. თბილისში (სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი) ჩატარდა ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, ბრიტანული სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანია 'გლაქსოსმიტკლაინის' საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია.


2009 წლის ასთმის მსოფლიო დღის თემას წარმოადგენდა - 'თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ასთმა'. ამავდროულად მოწოდებულ იქნა სპეციალური გზავნილი ასთმით დაავადებული ბავშვების მშობლებისათვის - 'თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ბავშვების ასთმა'.


ღონისძიება ჩატარდა ჯანდაცვის სისტემის მუშაკების, ასთმის სპეციალისტებისა და საზოგადოების წევრების მონაწილეობით. შესაბამისად, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტმა ექიმმა და სტუმარმა, რომელთა შორისაც იყვნენ ასთმით დაავადებული პაციენტები. ღონისძიების დღის წესრიგი: ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე. აღინიშნა, რომ ასთმის მსოფლიო დღე საქართველოში პირველად 2000 წელს აღინიშნა, წელს იგი უკვე მეექვსედ ტარდება და პირველად 2009 წელში ღონისძიების ამსახველი ინფორმაცია და კადრები განთავსდება ინტერნეტის საიტზე.


დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანები. მათ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედების ნიმუშებით დაუდასტურეს, რომ დღეს თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობის პირობებში ბრონქული ასთმის სრული კონტროლის მიღწევა და შენარჩუნება უკვე რეალობაა და მითი აღარ არის; რომ ბრონქული ასთმით დაავადებულმა ადამიანმა სათანადო მკურნალობის ფონზე შეიძლება იცხოვროს ასთმის სიმპტომებისა და შეზღუდვების გარეშე.


რუსუდან ქევანიშვილი (ფსევდონიმი დუსუნა)


პროფესიით მხატვარი


ბრონქულმა ასთმამ მოწყვიტა პროფესიას, ოჯახს, მშობლიურ მხარეს (რაჭას). 


ასთმის გამო:

იძულებული იყო მიეტოვებინა ზეთოვანი საღებავებით ხატვა;შეუძლებელი იყო მშობლიურ რაჭაში ცხოვრებაპერორალური სტეროიდებით მკურნალობამ მოწყვიტა საზოგადოებას (საზოგადოებაში აღარ გამოდიოდა)

სერეტიდმა დაუბრუნა:

პროფესიას, ოჯახს, მშობლიურ მხარესამავდროულად, ზეთოვანი საღებავებით ხატვის შეუძლებლობამ აპოვნინა ხატვის/ფერწერის ახალი ნაირსახეობა


ღონისძიებაზე მოეწყო მხატვარ რუსუდან ქევანიშვილის ნამუშევრების გამოფენა.


ასთმის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი ღონისძიება დაგვირგვინდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილმა შემსრულებლებმა:


საქართველოს სახალხო არტისტმა, რუსეთის ნაციონალური თეატრალური პრემიის 'ოქროს ნიღაბის' ლაურეატმა, პროფესორმა ანზორ შომახიამ; 


კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა, ექიმმა-ოფთალმოლოგმა თეა სუბელიანმა;


ტრიომ - გულიკო გურგენიძის, მანანა ხოშტარიას და მანანა ებრალიძის შემადგენლობით.


კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:

ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიიზაციის წარმომადგენელი საქართველოში; მ.მ.დ., პროფესორი; მოხსენების თემა: ასთმისა და ალერგიის პრობლემა XXI საუკუნეში; მოხსნება მიმოიხილავდა გლობალური ჯანმრთელობის ძირითად გამოწვევებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის 2008 წლის ძირითად მიმოხილვას, სხვადასხვა დაავადებით გამოწვეულ ავადობასა და მოკვდაობას მსოფლიოში, კლიმატის ცვლილებების შედეგებს ჯანმრთელობაზე, ფინანსური კრიზისის შედეგებს ჯანდაცვის სისტემებზე, ალერგიის და მათ შორის, ბრონქული ასთმის პრობლემის მზარდ აქტუალობას და სამკურნალო პრეპარატების ევოლუციას სამომავლო პერსპექტივებით. 

მაია გოთუა - საქართველოს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; მ.მ.დ., პროფესორი; მოხსენების თემა: ბრონქული ასთმის კონტროლის მართვა; მოხსნება განიხილავდა ბრ. ასთმის ეპიდემიოლოგიასა და პროგნოზს 2025 წლისათვის, მსოფლიოში არაკონტროლირებული ასთმის ტვირთს, ბრონქული ასთმის სამკურნალო თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციებს და აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით ასთმის მკურნალობის მიზნებს, დაავადების კონტროლის მიღწევისა და მისი ხანგრძლივად შენარჩუნების აუცილებლობას, ბრონქული ასთმის კონტროლის 'მარკერებს', ასთმის სამკურნალოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებისა და პროლონგირებული ბეტა აგონისტების კომბინაციის (სერეტიდი) ეფექტურობას. 

ზურაბ ნატროშვილი - 'გლაქსოსმიტკლაინის' საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; მოხსენების თემა: სერეტიდი და ნარინჯისფერი ბარათი. მოხსენება მიმოიხილავდა ბრ. ასთმის სამკურნალო ეფექტური პრეპარატის, სერეტიდის, გლობალურ წარმატებას და საქართველოში 'გლაქსოსმიტკლაინის' პირველი სოციალური პროექტის - სერეტიდის ნარინჯისფერი ბარათის, 3 წლის წარმატების შედეგებს. აღნიშნულმა პროექტმა, ხელმისაწვდომი გაეხადა ინოვაციური ანტიასთმური პრეპარატი სერეტიდი საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, სერეტიდის მომხმარებელი ასთმის მქონე პაციენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაზარდა. 2008 წელს 'გლაქსოსმიტკლაინის' ინიციატივას შეურთდა პარტნიორი 'ავერსი-ფარმა'. 2009წლიდან 'გლაქსოსმტიკლაინმა' და 'ავერსი-ფარმამ', მნიშვნელოვნად გაზარდეს ფასდაკლების მოცულობები: გლაქსოსმიტკლაინმა 18, 25, 32 ლარიდან 20, 30, 40 ლარამდე (სერეტიდი® დისკუსის® გამოშვების ფორმების შესაბამისად), ხოლო ფარმაცევტულმა კომპანიამ 'ავერსი-ფარმამ' - 15%-იანი ფიქსირებული ფასდაკლება 20%-მდე. შესაბამისად, 2009 წლიდან 'ნარინჯისფერმა ბარათმა' მიიღო 'გლაქსოსმიტკლიანისა 'და 'ავერსი ფარმას' ერთობლივი სოციალური პროექტის სახელწოდება.