Nuk
ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი
თარიღი: 14/05/2010

კონფერენციის ორგანიზატორები:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
- ბრიტანული სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანია 'გლაქსოსმიტკლაინი'


კონფერენციის ჩატარების ადგილი: სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტი'
2010 წლის 14 მაისი დასაწყისი: 14:30 საათი

2010 წლის 14 მაისს 15.00 სთ-ზე ქ. თბილისში, სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტის' საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ასთმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ჩატარების ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი და ბრიტანული სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანია 'გლაქსოსმიტკლაინის' საქართველოს წარმომადგენლობა.

2010 წლის ასთმის მსოფლიო დღის თემას წარმოადგენდა - 'თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ასთმა.

ასთმის მსოფლიო დღის მიზანია აამაღლოს ასთმის შესახებ ცოდნა და გააუმჯობესოს დაავადების მართვა.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება ჯანდაცვის სისტემის მუშაკების, ასთმის პეციალისტებისა და საზოგადოების წევრების მონაწილეობით. შესაბამისად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 300 ექიმმა და სტუმარმა, რომელთა შორისაც იყვნენ ასთმით დაავადებული პაციენტები.

საქართველოში ასთმის მსოფლიო დღე პირველად 2000-წელს აღინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრისა და ბრიტანული სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანია 'გლაქსოსმიტკლაინის' საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ძალისხმევით და მას შემდეგ ის ტრადიციულად აღინიშნება საქართველოში

კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე, ,,ავერსი ფარმას' გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე, ,,გლაქსოსმიტკლაინის~ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი


პროგრამა


14:30 რეგისტრაცია

15:00 კონფერენციის გახსნა

15:05 მისალმება

15:15 გლობალური ინიციატივები (სტრატეგიები) რესპირაციულ მედიცინაში 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში. მ.მ.დ., პროფესორი ამირან გამყრელიძე

15:35 სასუნთქი გზების ანთება - ასთმის მკურნალობის ძირითადი სამიზნე 
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მ.მ.დ., პროფესორი მაია გოთუა

16:00 ავამისი - სიახლე ალერგიული რინიტის მკურნალობაში
თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მიხეილ ჯაში

16:25 'გლაქსომიტკლაინის' რესპირაციული განხრის ინოვაციები და სოციალური ინიციატივები 
'გლაქსომიტკლაინის' საქართველოს წარმომადგენლობის ბრენდ მენეჯერი, ეკატერინე ბალაშვილი

16:35 დისკუსია

16:55 კონფერენციის დახურვა

17:00 ფურშეტი