Nuk
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის საქართველოში (ფკნას) საზეიმო პრეზენტაცია
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის საქართველოში (ფკნას) საზეიმო პრეზენტაცია

მისამართი: თბილისი ივენთ ჰოლი (ფილარმონიის შენობა)
თარიღი: 16/03/2010

16 მარტი, 2010 წელი

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში (ფკნას) დღეისათვის აერთიანებს მსოფლიო ფარმაციის ლიდერ შემდეგი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობებს:

- აქტავისი
- ბერლინ-ხემი/მენარინი
- გლაქსოსმიტკლაინი
- ჰოფმან ლა როში
- ფაიზერი
- სერვიე
- ნოვარტის ჯგუფი
- ნიკომედი
- სანოფი-ავენტისი 
- შერინგ-პლაუ
- იპსენ ფარმა
- ვიორვაგ ფარმა.

2010 წლის 16 მარტს ასოციაციამ მოაწყო საზეიმო პრეზენტაცია

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის (ფკწას) შექმნის, მისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე წარმოდგენილ იქნა ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარაზე არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზებისა და მეთოდების შესახებ. გახმოვანებულ იქნა ფკწას საერთაშორისო აღიარების ფაქტი - ფკწას გაწევრიანება ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) რიგებში. გაშუქებულ იქნა მეცნიერულ კვლევებსა და განვითარებაზე დაფუძნებული საერთაშორისო ინოვაციური ფარმაცევტული კომპანიების როლი პაციენტების კეთილდღეობის საქმეში. ასევე დამსწრეთათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია ფკწას წევრი ფარმაცევტული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებული სოციალური აქტივობის შესახებ. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა ფკწას საქმიანობის ძირითადი და უპირველესი მიზანი:

ხელი შეეწყოს საქართველოში თანამედროვე, ეთიკური და ღია ფარმაცევტული ბაზრის შექმნას.

პრეზენტაცია ჩატარდა: თბილისი ივენთ ჰოლი
მისამართი: მელიქიშვილის ქ.1(ფილარმონიის შენობა)
თარიღი: 2010 წლის 16 მარტი დასაწყისი: 16:00 სთ
ირაკლი მარგველაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
ფკნას, თბილისი, მოსაშილის 9, 995 32 22 61 97, www.apcrg.org.ge


ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები:

- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველი პირები;
- ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პირველი პირები;
- საქართველოს პარლამენტის წევრები;
- პრემიერ მინისტრის აპარატის წარმომადგენლები;
- სავაჭრო პალატის, საბაჟო დეპარტამენტის და საქპატენტის ხელმძღვანელები;
- სამედიცინო სფეროში მოღვაწე სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები;
- საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ოფიციალური პირები;
- ფარმაცევტული დისტრიბუტორი კომპანიების და ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოებების ხელმძღვანელები;
- საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობები საქართველოში;
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
- 100-ზე მეტი თბილისის კლინიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი;
- მედიის წარმომადგენლები.