Nuk
ჯანმო - ს ევროპის რეგიონული დირექტორის ქალბატონ ჟუჟანა ჯაკაბის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა
ჯანმო - ს ევროპის რეგიონული დირექტორის ქალბატონ ჟუჟანა ჯაკაბის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა

მისამართი: თბილისი, ასათიანის 9
თარიღი: 18/06/2010

18 ივნისი, 2010 წელი
კონფერენციის ორგანიზატორები:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
მისამართი: ასათიანის ქ. 9
დასაწყისი: 18 ივნისი, 15:30-დან 17:30-მდე


თბილისი - ა.წ. 17-18 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) ევროპის რეგიონული დირექტორი, ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბი.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქ-ნი ჟუჟანა შეხვდა საქართველოს პირველ ლედის ქ-ნ სანდრა ელისაბედ რულოვსს, პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ნიკა გილაურს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბ-ნ ალექსანდრე კვიტაშვილს, პარლამენტის ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს პერ ეკლუნდს და სხვა პარტნიორებს.

18 ივნისს ჟუჟანა ჯაკაბი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებს ესტუმრა, შემდეგ კი შეხვდა ჯანმო-ს მთავარ პარტნიორებს, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს და მასმედიას.

ბ-ნ ალექსანდრე კვიტაშვილის მისალმების შემდეგ, ქ-ნმა ჟუჟანა ჯაკაბმა გააკეთა პრეზენტაცია პოლიტიკისა და სტრატეგიის სამომავლო ხედვის საკითხებზე ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისისთვის, რათა გაუმჯობესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროპაში.

მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი შეხედულება, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის მუშაობაზე ევროპის ცვალებად გარემოში, ხაზი გაუსვა წევრ ქვეყნებთან ჯანმო-ს სტრატეგიულ ურთიერთობებს, ფოკუსირება გააკეთა სტრატეგიულ პარტნიორობებზე - განსაკუთრებით ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ისაუბრა ჯანმო-ს თანამშრომლობაზე საქართველოსთან და 2010-2011 წლებისთვის თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებზე. ქ-ნმა ჟუჟანამ გამოთქვა მოსაზრება ერთობლივი მუშაობის თაობაზე თანამშრომლობის ხუთი წამყვანი მიმართულებით: ჯანმრთელობის უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნა ევროპის დასაცავად; ჯანმრთელობის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა ევროპის ინფორმირებისთვის; სხვადასხვა სექტორების კოალიცია ჯანმრთელობის და სოციალური დეტერმინანტების სამართავად ევროპაში ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით; ეფექტური პრაქტიკის და ინოვაციების გაზიარება და გამოყენება ევროპის ყველა ჯანმრთელობის სისტემაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფუნქციის განვითარებისა და გაძლიერებისთვის; და საკვანძო სამეცნიერო-კვლვევითი პრიორიტეტების ერთობლივი განსაზღვრა, ხელშეწყობა და მათთვის რესურსების მოძიება, რაც გააერთიანებს ევროპის სამეცნიერო საზოგადოებას და შეინარჩუნებს ევროპის მოწინავე პოზიციას სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ჯანმრთელობის საკითხების გაუმჯობესებისა და განხორციელების თვალსაზრისით.

ჯანმო-ს მსოფლიოში ექვსი რეგიონული ოფისი აქვს. ევროპის რეგიონული ოფისი დანიაში, ქ. კოპენჰაგენშია და საქართველოს ჩათვლით 53 ქვეყანას მოიცავს. ის ფარავს ჯანმო-ს ევროპის რეგიონს ფართო გეოგრაფიული არეალით და მდიდარი მრავალფეროვნებით ისლანდიიდან - ისრაელამდე, ვლადივოსტოკიდან - დუბლინამდე.თავად ქ-ნი ჟუჟანა ჯაკაბი წარმოშობით უნგრეთიდანაა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შესრულება მან 2010 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო. ბოლო 30 წლის მანძილზე მას რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის ამპლუაში


დღის წესრიგი


  • მისალმება
  • ბ-ნი ალექსანდრე კვიტაშვილი
    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
  • პრეზენტაცია ჯანმო-ს ევროპული რეგიონის პოლიტიკისა და სტრატეგიის სამომავლო ხედვის საკითხებზე: ქ-ნი ჟუჟანა ჯაკაბი, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი

  • დისკუსია
    პრეს-კონფერენცია