Nuk
კაროლინსკას ინსტიტუტის პროფესორის ბენგტ ბიორკსტენის მოხსენება
კაროლინსკას ინსტიტუტის პროფესორის ბენგტ ბიორკსტენის მოხსენება

მისამართი: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს სხდომათა და
თარიღი: 15/12/2009

კაროლინსკას ინსტიტუტის (სტოკჰოლმი, შვედეთი) პროფესორის ბენგტ ბიორკსტენის მოხსენება თემაზე: გარემო ფაქტორების გავლენა ალერგიულ დაავადებათა განვითარებაზე და მისი პრევენციის პოტენციალი

ორგანიზატორები:

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია
საქართველოს პედიატრთა აკადემია
საქართველოს რესპირაციის ასოციაცია

სხდომის ჩატარების ადგილი: მ. იაშვილის სახელობის ბავშთა კლინიკური საავადმყოფოს სხდომათა დარბაზი 2009 წლის 15 დეკემბერი დასაწყისი: 15:00 სთ

პროფ. ბენგტ ბიორკსტენი არის კაროლინსკას ინსტიტუტის (სტოკჰოლმი, შვედეთი) ემერიტუს-პროფესორი, მსოფლიოში ცნობილი პედიატრი-ალერგოლოგი, მრავალი ინოვაციური კვლევის ავტორი და ინიციატორი.

მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიას, ალერგიის განვითარებისა და პრევენციის ფუნდამენტური მექანიზმების კვლევას.

იგი ერთ-ერთი პიონერია მსოფლიოში დიდი კოჰორტული (განსკუთრებით დაბადების კოჰორტების) კვლევების, აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან თანამშრომლობის.

პროფ. ბენგტ ბიორკსტენი დიდი ხანია თანამშრომლობს ქართველ ალერგოლოგებთან, კერძოდ იგი უწევდა კოორდინირებას ბავშთა ასაკში ასთმისა და ალერგიის მულტიცენტრული კვლევის აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს და მათ შორის საქართველოს მონაწილეობას ამ კვლევაში.