Nuk
ქუთაისში კრიო აბლაციის ოპერაცია უკვე დაინერგა
ქუთაისში კრიო აბლაციის ოპერაცია უკვე დაინერგა

მისამართი: ქუთაისი.
თარიღი: 05/07/2018

ქუთაისში მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ კრიოაბლაციის ინოვაციური მეთოდი დაინერგა.

 

მოციმციმე არითმიისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ დღეს, 5 ივლისს უნგრელმა კარდიოლოგმა ჩაბა ფოლდეშმა და ქუთაისის ცენტრალური საავამდყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ჩხოლარიამ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა წინაგულების ფიბრილაცია, ანუ მოციმციმე არითმია გულის თანაბარი რიტმის დარღვევის გავრცელებული ფორმაა.

კრიოაბლაციის, მოყინვის შედეგად არასასურველი ელექტრო სქემები ითიშება, რაც წინაგულების ფიბრილაციას ხელს უწყობს. ქირურგიული ოპერაცია კონკრეტული პრობლების დროს გამოიყენება. კრიოაბლაციის მეშვეობით დგინდება არითმია და ირკვევა მისი მექანიზმი, შემდეგ ხდება არითმიის კერის მოშორება და პაციენტის განკურნება.

კრიოაბლაციის ოპერაციები 3-დან 5 ივლისადე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში უკვე ჩატარდა. პროცედურას სახელწიფო 80-90%-ით აფინანსებს.