Nuk
ქალის ჯანმრთელობა დღეს
ქალის ჯანმრთელობა დღეს

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N33
თარიღი: 11/06/2016

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია და კლინიკა „ვენუს ჯორჯია“ იწვევს სტუდენტებს და რეპროდუქციული ასაკის ქალებს უფასო ტრენინგზე „ქალის ჯანმრთელობა დღეს" 2016 წლის 11 ივნისს 15:00 საათზე. განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1) ქალის რეპროდუქციული ფუნქცია
2) ანტენატალური კლასების (მშობელთა სკოლის) მნიშვნელობა 
3) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
4) კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები
5) წარმატების ფსიქოლოგია

ტრენინგს ჩაატარებენ: მეან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მშობელთა სკოლის ინსტრუქტორი და ფსიქოლოგი.
ტრენინგის ხანგრძლივობა- 2 საათი.

ტრენინგი არის უფასო, მაგრამ ადგილები შეზღუდულია, რის გამოც გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: [email protected]
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი საქმიანობის სფერო და საკონტაქტო ტელეფონი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებით.

კლინიკა „ვენუს ჯორჯია“
2 91 01 58
599 62 43 00
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N33