Nuk
VII საერთაშორისო კონგრესი „ჯანმრთელობა და წამალი“
VII საერთაშორისო კონგრესი „ჯანმრთელობა და წამალი“

მისამართი: თბილისი - 28–30 ივნისი, წყალტუბო - 1 ივლისი
თარიღი: 27/06/2017

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) განცხადება

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია) 2017 წლის 28–30 ივნისს თბილისში, სასტუმრო ,, რედისონ   ბლუ  ივერიაში“ და 1 ივლისს წყალტუბოში, ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტში (რუსთაველის 6) ატარებს  ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის IX ეროვნულ კონგრესს, ასთმისა და ფქოდის V ევროპის კონგრესსა და VII საერთაშორისო კონგრესს „ჯანმრთელობა და წამალი“.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს თვალსაჩინო მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები, ასევე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და   საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები :

ნობელის პრემიის ლაურეატი აარონ ჩეჰანოვერი, მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტი– პროფესორი მარიო სანჩეს ბორგესი და ვიცე პრეზიდენდი იგნასიო ანსოტეგუი,   ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის პრეზიდენტი ანტონელა მურარო და ახლად არჩეული პრეზიდენტი იოანა აგაჩე,       ვენის  სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები რუდოლფ ვალენტას ხელმძღვანელობით ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტ პროფესორ მაია გოთუასთან ერთად ჩაატარებენ   სკოლას  "მოლეკულური ალერგოლოგიის მიღწევები ალერგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", ასევე ჩატარდება "World Allergy School" მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციასთან ერთად (ხელმძღვანელი დანა ვალასი)და ბევრი სხვადასხვა აქტივობები.

კონგრესი თავისი შინაარსით, მომხსენებლების მაღალი კატეგორიითა და აქტუალურობით   ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მეცნიერების,  ნებისმიერი სპეციალობის ექიმისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის.  

დღეისათვის არსებული ინფორმაციით დარეგისტრირებულია 518 მონაწილეობის მსურველი, სპეციალობებით: ალერგოლოგი–იმუნოლოგი, ანგიოლოგი, გასტროენტეროლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ინფექციონისტი, ნევროპათოლოგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, პულმონოლოგი, ფთიზიატრი, რევმატოლოგი, დერმატოლოგი, ოჯახის ექიმი. ველოდებით საშულოდ  600–მდე მონაწილეს.

საკია მზად არის ფარმაცევტულ და სპონსორულ კომპანიებს შესთავაზოთ სპეციალური, ძალიან შეღავათიანი პირობები კონგრესში მონაწილეობის მისაღებად.

ჯერ კიდევ არის დრო შემოგვიერთდეთ, რათა ერთიანი ძალისხმევით ჩავატაროთ აღნიშნული ძალიან წარმომადგენლობითი კონგრესი. 

გთხოვთ სურვილის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას, რათა ლოგოებისა და (სურვილის შემთხვევაში) გარკვეული ინფორმაციის განთავსება მოესწროს კონგრესის პროგრამასა და ჟურნალში

 

პატივისცემით,

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი.

 

ინფორმაციისათვის   გთხოვთ მოგვმართოთ:

საკიას გენერალური მდივანი

ასოც. პროფესორი მანანა ჩიხლაძე

მობ: 599 234779