სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

მისამართი:
თარიღი: 08/06/2018

2018 წლის 8 ივნისს, პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის ეგიდით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

 

კონფერენციის თემა: კლინიკური ნეირომიოლოგიის თანამედროვე პარადიგმები;

 

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა, პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა- ბ-მა რომან შაქარიშვილმა;

 

საქართველოში კლინიკური ნეირომიოგრაფიის ისტორიული მიმოხილვა გააკეთა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეირომიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტმა- ქ-მა ნანა კვირკველიამ.

 

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება გააცნეს მოწვეულმა სპიკერებმა.

 

კონფერენციამ ჩაიარა დისკუსიის რეჟიმში;

 

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახლდათ ფარმაცევტული კომპანია შპს „ევროფარმა ჯორჯია“ 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ინოვაცია საქართველოში-ნემოლიქს C3- ინოვაცია თქვენი სახსრებისთვის- ტკივილის შემცირება მე-7 დღიდან, ხრტილის აღდგენა 28-ე დღიდან!

 

„ ევროფარმა ჯორჯია“ ასევე ცნობილია ისეთი ნევროლოგიური პრეპარატებით, როგორებიცაა: კოენზა QL, ექსტრასედი, არტიზი ტაბლეტი და არტიზი კრემი, რომლებიც გამოირჩევა ქართულ ბაზარზე თავისი ეფექტურობით.