Nuk
სიახლე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
სიახლე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ამბასადორი
თარიღი: 23/03/2016

2016 წლის 23 მარტს, 17:00 საათზე, სასტუმრო ,,ამბასადორის“  საკონფერენციო დარბაზში ფარმაცევტული კომპანიების - ,,ევროფარმა ჯორჯიასა“ და ,,ილკო ფარმაცევტიკალსის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ახალი ქარხნის - ,,ილკო ფარმაცევტიკალსისა” და მისი პრეპარატების პრეზენტაცია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის, თემით: ,,სიახლე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე“.  

მოხსენება წარმოადგინა ,,ილკო ფარმაცევტიკალსის“ ექსპორტის მენეჯერმა ბ.-ნ.-მა  ჯაფერ ქეჩეჯიოღლუმ. 

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ წამყვანი პედიატრები, ნეონატოლოგები, ალერგოლოგები,  კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები,  ინფექციონისტები და ჰეპატოლოგები  თბილისის სხვადასხვა კლინიკებიდან. 

კომპანია ,,ილკო ფარმაცევტიკალსი“  50 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს როგორც თურქეთის, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე. მისი პორტფოლიო წარმოდგენილია მედიცინის თითქმის ყველა სფეროსთვის განკუთვნილი პრეპარატებით. 

,,ილკო ფარმაცევტიკალსი“ -ს პრეპარატების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის ,,ევროფარმა ჯორჯია“. 

,,ევროფარმა ჯორჯია“  უკვე კარგადაა ნაცნობი ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის, საქართველოში თავისი 5 წლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე. კომპანიის მიზანია წინსვლა და მუდმივი პროგრესი და ,,ილკო ფარმაცევტიკალსთან“ პარტნიორობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უწყვეტი განვითარებისა და წარმატებისკენ!