Nuk
უცნაური თავის ტკივილი
უცნაური თავის ტკივილი

მისამართი: ქ.თბილისი „დიდუბე პლაზას“ ბიზნეს ცენტრი
თარიღი: 02/11/2017

დასაწყისი: 18 საათზე 

2017 წლის 2 ნოემბერს, „დიდუბე პლაზას“ ბიზნეს ცენტრში გაიმართება

„ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების“ ყრილობა და გიორგი გეგელაშვილის მონოგრაფიის „უცნაური თავის ტკივილი“ წარდგენა

მთავარი გზავნილი: „მოდი, ერთად გავხადოთ უცნაური ქართული თავის ტკივილი საცნაური და ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე“ 

მონაწილეები: ყრილობას მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი აკაკი ზოიძე და საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა სოფრომაძე. მოხსენებით წარდგებიან ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ზაზა ქაცარავა და დარგის სხვა წამყვანი მეცნიერები. ყრილობაზე მოწვეულია 400-ზე მეტი დელეგატი თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 

პრობლემის არსი და მიზეზები: საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი დაავადებულია შაკიკით, ყოველი მე-3 - დაძაბული ტიპის თავის ტკივილით; ხოლო, ყოველი მე-13 - სიცოცხლის ნახევარზე მეტს თავის ტკივილში. 

• გამუდმებული თავის ტკივილის გავრცელება საქართველოში 200-250%-ით უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ში და ევროპაში.

• ქრონიკული თავის ტკივილი ადამიანის წამების ტოლფასია.

• ეპიზოდური თავის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვის უმთავრესი მიზეზებია ცოდნის სინაკლულე, არასწორი დიაგნოზი და არასწორი მართვა. 

თავის ტკივილის საზოგადოების ხედვა: თუ სწორად გავიაზრებთ „თავის ტკივილის ქართულ ფენომენს”, ცოტა მეტად ვუერთგულებთ თანამედროვე ლიტერატურას, ცოტა ნაკლებად ვეცდებით ფარმაცევტული კომპანიების „გულის მოგებას”, ცოტა მეტ დროს დავუთმობთ პაციენტთან საუბარს და „გაუთავებელ” ნეირო-გამოკვლევებს  „გულდადებული ნეირო-გასინჯვით” ჩავანაცვლებთ, ადვილად გავაუმჯობესებთ თავის ტკივილის დიაგნოზის დასმის და მართვის კულტურას. სულ ცოტა ძალისხმევა და მართლაც შევძლებთ „ჩამოვირეცხოთ ქრონიკული თავის ტკივილის 7.6%-ანი ლაქა”, ჩავისუნთქოთ ევროპული „ნაკლებად ტკივილიანი ჰაერი” და შვებისგან ამოვისუნთქოთ...

სიახლე: დელეგატებს მოსაწვევთან ერთად უკვე დაურიგდათ გამაფრთხილებელი ბარათები „ფრთხილად, თავის ტკივილი ს-ა-გ-ა-ნ-გ-ა-შ-ო-ა“. ბარათი ექიმებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მცირე სწავლების შემდეგ იგი შეიძლება „112“-ის დისპეტჩერმა ან ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს და ეჭვი მიიტანოს ან ამოიცნოს სიცოცხლის საფრთხის შემცველი თავის ტკივილი.

შეფასება:  „უცნაური თავის ტკივილი“ მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, სავსეა ორიგინალური ნააზრევით, სახალისოდ იკითხება და კარგი იქნება, სხვა ენებზეც ითარგმნოს. ვულოცავ სამედიცინო საზოგადოებას ახალი ქართული „სრულიად უცნაური“ და დიდებული წიგნის დაბადებას“ - ზაზა ქაცარავა - ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგიის კლინიკის დირექტორი, ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.  

 

პროგრამა:

აკაკი ზოიძე - მისალმება 

● საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  

 

ზაზა სოფრომაძე – მისალმება 

● საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  

 

ზაზა ქაცარავა - „საქართველო და თავის ტკივილი - რა გაკეთდა, რა უნდა გაკეთდეს“ - 20 

წუთი  

● ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, უნას ევანგელური საავადმყოფოს 

ნევროლოგიის კლინიკის დირექტორი, პროფესორი 

 

მაკა კუკავა - „თავის ტკივილის საქართველოს საზოგადოების ანგარიში და მომავლის 

გეგმები“ - 15 წუთი  

● ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის თავის ტკივილის საქართველოს საზოგადოების გენერალური მდივანი, 

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი  

 

ნანა ტატიშვილი - „თავის ტკივილის მართვის პრობლემები ბავშვთა ასაკში“ - 15 წუთი  

●საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი 

 

გვანცა გიორგაძე - „თავის ტკივილის მართვის ხარისხის შეფასება“ - 15 წუთი 

● ავერსის კლინიკა, ნევროლოგი  

 

გიორგი გეგელაშვილი  - „გავხადოთ უცნაური თავის ტკივილი საცნაური და ვიცხოვროთ 

ტკივილის გარეშე“ - 15 წუთი 

● ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის თავის ტკივილის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი, 

ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი 

 

„უცნაური თავის ტკივილი“ - გიორგი გეგელაშვილის ახალი წიგნის წარდგენა