Nuk
თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია (TIOC)
თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია (TIOC)

მისამართი: თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედანი 4
თარიღი: 20/12/2014

ფარმაცევტული კორპორაცია “Santen”-ი გიწვევთ საშობაო ლექციათა ციკლში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის (TIOC) ეგიდით

ლექციათა ციკლი ჩატარდება 2014 წლის 20 დეკემბერს, 10:00 – 19:00 საათებში
მისამართი: სასტუმრო “ქორთიარდ-მარიოტში”, თავისუფლების მოედანი #4
დასაწყისი:  9:00 საათზე
წლევანდელი ჩვენი რიგითი შეხვედრა საგანგებოდ დავგეგმეთ საშობაო-საახალწლო პერიოდში რათა პრაქტიკულ ღირებულებასთან ერთად სადღესასწაულო ელფერიც მიგვეცა ჩვენი ღონისძიებისათვის. საკუთრივ ლექციებს წარმოგიდგენენ წამყვანი პროფესორები სხვადასხვა ქვეყნებიდან. თემატიკა იქნება პოლიპროფილური, არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე მიმართულებით და ჩვენი ხედვით იქნება როგორც საინტერესო ისე სასარგებლო პრაქტიკოსი ოფთალმოლოგებისათვის.

საბოლოო დეტალური პროგრამა განთავსებული იქნება საიტზე www.tioc.ge
და Facebook - ის გვერდზე TIOC Geo

საქართველოს ოფთალმოლოგებისთვის სარეგისტრაციო გადასახადი დაწესებული არ არის.

კონფერენციის პლატინის სპონსორია ფარმაცევტული კორპორაცია “Santen”
ღონისძიების სპონსორობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას და ორგანიზაციას.
ტელ: +995 577 743 070|ფაქსი: +995 32 2 43 20 46