Nuk
რეკომენდაცია ალერგიის თავიდან ასაცილებლად

თარიღი: 16 მაისი, 2016

რეკომენდაცია ალერგიის თავიდან ასაცილებლად

  1. ხშირად გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ ბინა
  2. საწოლი ოთახიდან გაიტანეთ ხალიჩები, რბილიგადასაფარებლები, ფარდები და წიგნები
  3. კვირაში ერთხელ გაამზიურეთ, გაბერტყეთ ან გაწმინდეთ საბნები, ლეიბები და ბალიშები
  4. ხშირად გამოცვალეთ თეთრეული
  5. რეგულარულად რეცხეთ გადასაფარებლები და საწოლი ოთახის ფარდები
  6. გამოიყენეთ ანტიალერგიული ლოგინი
  7. ერიდეთ ალერგიულ პროდუქტებს
  8. ყოველი ახალი საკვები მიირთვით მცირე ულუფებით
  9. ყურადღებით წაიკითხეთ საკვების შემადგენლობა
  10. დაუყოვნებლივ გადაყარეთ ძველი პროდუქტები
  11. შეარჩიეთ არაალერგიული კოსმეტიკური საშუალებები
  12. არ ჩაიცვათ სინთეთიკური და შალის სამოსი შიშველ ტანზე
  13. ატარეთ ბამბის საცვლები
  14. არ ჩაიცვათ ახალ შეძენილი ტანსაცმელი გაურეცხავად
  15. ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ არც ერთი მედიკამენტი
  16. ყვავილობის პერიოდში მოერიდეთ ფეხით სიარულს
  17. გაისეირნეთ ახლად ნაწვიმარზე
  18. თავი აარიდეთ ძლიერ სიცივეს და სიცხეს, მზეზე გარუჯვას
  19. მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას, ოფლიანობას, ქლორიან აუზში ბანაობას
  20. მწერებისგან თავდასაცავად არ იხმაროთ სუნამო და სურნელოვანი პარფიუმერია
  21. არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმელი
  22. შინაური ცხოველი უმჯობესია დააბინაოთ ეზოში და არა თქვენს საძინებელ ან სამუშაო ოთახში
  23. ინფორმაცია თქვენი ალერგიულობის შესახებ დაწერეთ ფურცელზე და მუდამ იქონიეთ თან პირადობის მოწმობასთან ერთად

სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია: სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით.
აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი!