არა კომპოტს! რა ვაჭამოთ ჩვენს შვილებს – რეკომენდაციები ქეთი ნემსაძისგან

თარიღი: 05 თებერვალი, 2018

როგორი უნდა იყოს ბაღის ასაკის ბავშვების კვების ყოველდღიური რაციონი, რა სახის პროდუქტებია რეალურად სასარგებლო პატარებისთვის და შეესაბამება თუ არა ბაღების კვების რაციონი ჯანსაღი კვების მსოფლიო სტანდარტებს, რას ემსახურება კალორაჟის შემცირება, რამდენი სახეობის კერძი უნდა შევთავაზოთ ბავშვს ერთ ჯერზე, როგორი უნდა იყოს იდეალური საუმზე, სადილი და ვახშამი და უნდა ამოვიღოთ თუ არა რაციონიდან ხილის კომპოტი და ჩაი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე პროფესორმა ქეთი ნემსაძემ ისაუბრა.

გასულ კვირას ცნობილი პედიატრის ახალი წიგნის წიგნის „დედის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მშობლები ადრეული ასაკის ბავშვების კვების შესახებ საინტერესო რეკომენდაციებსაც გაეცნობიან.

ქალბატონო ქეთი, ბოლო პერიოდში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საბავშვო ბაღის მენიუმ. რამდენად სწორია კალორაჟის შემცირება, უნდა დავთვალოთ თუ არა კალორიები თუ საუბარია 3-6 წლამდე ასაკის ბავშვებზე?

ნუტრიცია, ანუ ბავშვთა კვება მხოლოდ გამოკვებას არ გულისხმობს, ეს არის მის განვითარებაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, გაეროს ბავშვთა ფონდმა გააკეთა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში არ არის მძიმე ნუტრიციული პრობლემები, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება სიმსუქნე. ეს არ არის მხოლოდ წონის მატება, აქ ხდება სხვადასხვა მეტაბოლური პრობლემის წარმოქმნა, რომლებიც მომავალში შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს და სხვა დავადებებს იწვევს. მინდა დავარწმუნო დედები, რომ კალორიების შემცირება არ მომხდარა ვინმეს ინიციატივით, ეს უდიდეს კვლევებს ეყრდნობოდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ისეთი საკვები, სადაც შემცირებულია შაქარი, მარილი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები. ბუნება ყველაზე კარგად არეგულირებს ადამიანის კვებას, ბუნებრივი საკები, დედის რძე არ გამოდგება კარაქის გასაკეთებლად, იმიტომ რომ ის ნაჯერ ცხიმოვან საკვებს არ შეიცავს. კალორაჟის შემცირება სწორედ მზარდი სიმსუქნით იქნა გამოწვეული.

როდესაც ბავშვი სადილობს, ან ვახშმობს, მიწოდებული უნდა იქნას ერთი სახეობის კერძი თუ რამდენიმე, რომ ბავშვმა თავისი გემოვნებით გააკეთოს არჩევანი?

Feeding Development – ნიშნავს ბავშვის კვების ჩვევების განვითარებას. სუპერმარკეტში ასე ავარჯიშებენ ბავშვებს – აძლევენ ბარათს და კალათას და რას აარჩევს ის, იმის მიხედვით ირკვევა, რა განათლება აქვს ჯანმრთელ კვებაზე. კვებითი ჩვევების განვითარება რვა თვის ასაკიდან იწყება. კოორდინირებული მოძრაობა თითებით აუცილებელია იმისათვის, რომ კვებითი ჩვევები ჩამოყალიბდეს. ერთი წლის ასაკიდან აუცილებელია ბავშვი სითხეს სვამდეს ჭიქით. მშობლები წუხდნენ, რომ არ არის ბაღის მენიუში კომპოტი, განვმარტავ, რომ ის არის ტკბილი სითხე და აზიანებს კბილებს. ერთადერთი, რასაც არ აქვს შეზღუდვა, ეს არის დაბალ მინერალიზირებული სითხეები და მტკნარი წყალი. კომპოტი და ჩაი არ არის სწორი კვება. ხილი უნდა მიიღოს ბავშვმა არა გაწურული სახით, არამედ ხილის სახით.

სწორი კვება არის: მცენარეული ცხიმები განსაკუთრებით ნუში და ავოკადო, ყველაზე ჯანმრთელი არის თევზის ცხიმი.

 

ბავშვის საუზმე შედგება ფაფებისგან, რძისგან და კარაქიანი პურისგან…

რეკომენდაცია ეძლევა უხეშად დაფქვილ ფაფას, რადგან ის შეიცავს ბევრ ცელულოზას. პური, ველური ბრინჯი, ყავისფერი მაკარონი – ეს ყველაფერი უნდა იყოს იმ სახით, რა სახითაც ბუნება გვაძლევს. მე კარაქიან პურს არ დავამატებდი არავითარ შემთხვევაში. უმჯობესია მყარი ცხიმი ბავშვმა მიიღოს, ქათმის, ინდაურისა და თევზის ხორცისგან. ასეთი რეკომენდაცია უნდა წარმოვიდგინოთ: თეფში თვალით გავყოთ ოთხად და ერთ მეოთხედზე მოვათავსოთ პურ პროდუქტები, ქათმის ხორცი, ლობიო, სოიო და ბარდა. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად უწყობს გონებრივ განვითარებას ხელს. მეორე მეოთხედზე უნდა იყოს ყვითელი და მწვანე ბოსტნეული – ბროკოლი, კობოსტი, ტკბილი კარტოფილი. დარჩენილ მეოთხედზე კი ხილი უნდა მოვათავსოთ და ისიც რამდენიმე ფერის უნდა იყოს. სადილზე უმჯობესია იყოს ბოსტნეულის, ან მაწვნის წვნიანი, ხოლო მეორე კერძი ხორცი თავისი გარნირით.

ბავშვებს ხშირად არ უყვართ წვნიანები, ვიცით რომ არ უნდა დავაძალოთ – რა უნდა ვქნათ ამ დროს?

ჩემს სახელმძღვანელოში, რომელიც 20 წლიანი გამოცდილების შედეგად საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით გამოვუშვი, არის მორალის მოდიფიკაცია, სადაც საუბარია ბავშვის სიჯიუტესთან გამკლავების მეთოდოლოგიაზე. ერთი წლის ასაკიდან უნდა ჩავუნერგოთ, რა არის ჯანმრთელი კვება. გამოგვადგება რაიმე სახის ჯილდო, მაგალითად სტიკერებიანი დაფა, ან ტკბილეული.

 

როგორი უნდა იყოს სამხარი და რეკომენდებულია თუ არა კარაქის მიღება?

კარაქი შედის იმ ცხიმფაფებსა და რძეში, რომელსაც ბავშვები იღებენ. ყველაზე კარგი რძის პროდუქტი არის ყველი და მაწონი, ის ძალიან კარგია ვახშამზე. თუ არ არის მაწონი დაბალპროცენტიანი, ის შეიცავს კარაქს. არც არაჟანია სასურველი. ერთადერთი ასაკი, რომელსაც აუცილებლად უნდა რძე, არის ორ წლამდე. სამი წლიდან რძის რაოდენობა მცირდება და რეკომენდებულია დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები. ინტერნეტში ბევრი სიანტერესო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ. რძის ცხიმი არის კარაქი და ბავშვი კარაქს იღებს რძესთან ერთად და ზედმეტი საჭირო აღარ არის. საკვების კალორიულობა სხვადასხვაა ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. ეს კონკრეტულად მისმა პირადმა ექიმმა უნდა განსაზღვროს. ყველაზე მეტი სითხე უნდა მიიღოს წყალი. კატეგორიულად შეზღუდულია გაზიანი ტკბილი სითხეები. რაც შეეხება ცილებს – რაც დადის არა, რაც ცურავს და ფრინავს კი. ლობიოს, სოიოს და ბარდას ალტერნატივა არ აქვს. თუ ბავშვი სწორად იკვებება, არავითარი დამატებითი ვიტამინი არ სჭირდება თევზის ქონის გარდა, ის სამეფო სასმელია ტვინისათვის. სწორი კვება ასევე კარგი განათლების მიღების საფუძველიც არის. თევზი ბავშვმა 6-7 თვის ასაკიდან უნდა მიიღოს. არიან რა თქმა უნდა ვეგეტარიანელი ბავშვებიც და მათთვის სპეციალური კვების რეჟიმი უნდა შემუშავდეს.

 

რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღოს ბავშვმა?

აზრობრივად უნდა დავალაგოთ პროდუქტები ბავშვის თეფშზე და არ უნდა გამოგვივიდეს რომელიმე პროდუქტი ძალიან ბევრი. უპირატესობა ენიჭება ცილებს. საუკეთესო ვახშამია მაწონი და რომელიმე ხილი, მაგალითად ჩათუშული ვაშლი, ბანანი და ასე შემდეგ.

 

სასწავლო პროცესი სრულდება 18:00 საათზე, უნდა მიირთვას თუ არა ბავშვმა სახლში?

დიახ, ბავშვმა 4-5 ჯერ უნდა მიირთვას. სახლში ორჯერ უნდა იკვებოს. ერთი შეიძლება იყოს მაწონი ხილით, არაჩვეულებრივია თუ მივაჩვევთ ბოსტნეულს – ცოცხალს ან მოთუშულს. შეგვიძლია გარკვეული ჯილდოებიც დავაწესოთ მცირე რაოდენობის ტკბილეული. ჯანმრთელი ტკბილეულია მზეზე გამშრალი ხილი – ქიშმიში, გარგრის, ქლიავის და სხვადასხვა ხილის ჩირი.

 

შესაძლოა დედამ გაზარდოს ბავშვი ჯანსაღი კვების პრინციპებით, მაგრამ როდესაც ის გადის სოციუმში, ბაღში, სკოლაში და იქ ხვდება არაჯანსაღ საკვებს ,რა უნდა ვქნათ?

ასეთია რეკომენდაცია – ნუ აყურებინებთ ბავშვებს ტელევიზორში სხვადასხვა ტკბილეულის რეკლამას. ეს არის კომერციული პრესი ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე. კატასტროფული სისწრაფით იზრდება დიაბეტის მაჩვენებელი.

 

თუ არსებობს დღიური ნორმა, იმ არასასარგებლო ტკბილეულისა, რაც შეგვიძლია მივცეთ?

შეიძლება იყოს გარკვეული დღეები, როდესაც მიიღებს ტკბილეულს. მე ვფიქრობ, ბებიებსა და ბაბუებს უფრო უხარიათ ტკბიელულის შეძენა, ვიდრე ბავშვებს. ყველაზე კარგი ტკბილეული არის ხილის ჩირი. დანაყრებას კი როგორც შევაჩვევთ, ისე დანაყრდება.

 

 

წყარო: Fortuna.ge