Nuk
ბავშვის დასჯის მეთოდები, რომლებსაც ფსიქოლოგები კატეგორიულად კრძალავენ

თარიღი: 05 მარტი, 2017

როგორია თქვენი რეაქცია, როცა თქვენი პატარა ცუდად იქცევა? ფსიქოლგები მიიჩნევენ, რომ ბავშვის დასჯის მეთოდებს შორის მშობლები ხშირად ყველაზე სასტიკ მეთოდებს მიმართავენ. შედეგად კი იღებენ უარესად დაუმორჩილებელ და დეპრესიულ ბავშვს. ამდენად მსოფლიოს საუკეთესო ფსიქოლოგებმა ჩამოთვალეს დასჯის ის მეთოდები, რომლებიც ყველაზე მეტად მიუღებელია. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მიმართული ბავშვის გაჯანსაღებისთვის და არა მისი  მგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებისთვის.

 

მეთოდები, რომლის გამოყენებასაც ფსიქოლოგები კატეგორიულად კრძალავენ:

 

ფიზიკური დასჯა

როგორც წესი ფიზიკური დასჯის შედეგი ადამიანის ცხოვრებაში თავს იჩენს წლების შემდეგ. ბავშვი სკოლაში ცუდად სწავლობს, აქვს დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილია დეპრესიისკენ. არადა ეს ყველაფერი მშობლების მიერ წარსულში დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომის ბრალია. აქვე კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც ამ მეთოდით სჯიან, ხშირად იტყუებიან. ფსიქოლოგები გვირჩევენ, აფექტის მდგომარეობაში გახვიდეთ ოთახიდან და დამშვიდდეთ. ამ დროს ბავშვი ხვდება, რომ ისტერიკას ვერავისთან მოაწყობს.

 

ყვირილი

დედა, რომელიც ბავშვს უყვირის, უდავოდ სასაცილოდ გამოიყურება. როცა მშობელი ხმას უწევს,  ის ამით აჩვენებს, რომ სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და უსუსური ხდება. ყვირილი ე.წ ეფექტს კარგავს, თუ ამ მეთოდს ხშირად მიმართავთ. ამ დროს ჯობს მშვიდი ტონით საუბარი განაგრძოთ და წყნარად აუხსნათ ბავშვს, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული.

 

დასჯა ცალკე ოთახში ჩაკეტვით

ეს მეთოდი უდავოდ სასტიკია. ჯერ ერთი რომ ბავშვებს სიბნელისა და მარტოობის ეშინიათ. ამავე დროს ბავშვი თავს დაუცველად და გარიყულად გრძნობს. ეს ემოცია კი დამღუპველია ბავშვური ფსიქიკისთვის. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა სუიციდური განწყობის გაღვივებას შეუწყოს ხელი. ამიტომ ეს მეთოდი საოცრად სასტიკი და მიუღებელია. ამ დროს ჯობს ბავშვი უბრალოდ დატოვოთ მარტო, განათებულ ოთახში და მისცეთ საშუალება, დაფიქრდეს თავის შეცდომებზე.

 

მუქარა

ესაა ზარმაცი მშობლების საყვარელი მეთოდი. ამ დროს კი ბავშვი ვერ ხვდება, რატომ ექცევიან უახლოესი ადამიანები ასე. თქვენს პატარას უნდა აუხსნათ, რომ ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა გარკვეული წესების შესრულება უნდა ისწავლონ.

 

სხვა ადამიანებთან შედარება

ესაა დასჯის კიდევ ერთი მტკივნეული მეთოდი. მშობლები მიიჩნევენ, რომ სხვასთან შედარება ბავშვის მოტივაციას უწყობს ხელს. არადა ეფექტი საწინააღმდეგოა. შედარება იმდენად ვნებს ბავშვის ფსიქიკას, რომ მას მოტივაციას უკლავს. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მას უღალატეს. ამიტომ არასოდეს შეადაროთ თქვენი პატარა სხვას. აუხსენით, რომ ის ბევრად საყვარელი იყო, როცა უკეთ იქცეოდა.

 

წყარო: http://fortuna.ge/