Nuk
ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულები

თარიღი: 21 აგვისტო, 2021

ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულები - აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მათიკო სხირტლაძე.

- ქალბატონო მათიკო, რა არის ანტისხეული, კონკრეტულად ანტი TPO და ანტი TG და რა შემთხვევაში ხდება მათი მატება?

ანტისხეულები იმუნოგლობულინური ბუნების ცილაა, წარმოიქმნება ორგანიზმში უცხო აგენტის შეჭრის საპასუხოდ. მისი ფუნქციაა აღმოაჩინოს და გაანეიტრალოს უცხო ანტიგენი. ნორმაში იმუნური სისტემა მხოლოდ უცხო ანტიგენზე რეაგირებს, მაგრამ ზოგჯერ იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილს უცხოდ აღიქვამს და მის საწინააღმდეგოდ წარმოქმნის ანტისხეულებს (ე.წ. აუტოანტისხეულებს).

ფარისებრი ჯირკვალი ხშირად ხდება იმუნური სისტემის აუტოაგრესიის მსხვერპლი. მის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულებიდან ცნობილია:
ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზის მიმართ TPO-AB
ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ TG-AB
ანტისხეულები თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის მიმართ TSH r-AB

ქრონიკული აუტოიმუნური თიროიდიტი (ჰაშიმოტოს თიროდიტი) ხასიათდება TPO-AB და TG-AB ტიტრის მიხედვით.

 

- შესაძლებელია თუ არა ანტისხეულების მომატება დაფიქსირდეს სრულიად ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვლის ფონზე?

ანტისხეულების რაოდენობის მატება (TPO-AB,TG-AB) მიანიშნებს აუტოაგრესიის არსებობაზე. შესაძლებელია გარკვეული პერიოდი ფიქსირდებოდეს კლინიკურად და ლაბორატორიულად ეუთირეოზი (მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არაა დარღვეული).

ამ ეტაპზე პაციენტი საჭიროებს 6-12 თვეში ერთხელ სათანადო კვლევების ჩატარებას (ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, TSH, FT4 ...), რათა დროულად დაფიქსირდეს ის მომენტი, როდესაც პაციენტი საჭიროებს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებას.

 

- აღნიშნული ანტისხეულების მატება რამდენად ახდენს გავლენას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე?

აუტოაგრესიის ანუ ანტისხეულების ზემოქმედებით ზიანდება, ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები-თიროციტები. ამ პროცესის საბოლოო გამოსავალია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება-ჰიპოთირეოზი.

 

- ვინ იმყოფება ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატების მაღალი რისკის ქვეშ?

აუტოიმუნური აგრესიის მაპროვოცირებელი ფაქტორების შესახებ გარკვეული ინფორმაცია არსებობს, თუმცა, ამომწურავი პასუხი ამ კითხვაზე მედიცინას ჯერ არ აქვს.

ცნობილია, რომ გარკვეულ ფაქტორებს შეუძლიათ გაზარდონ აუტოიმუნური დაავადების განვითარების რისკი.

მაგალითად: ფსიქოემოციური სტრესი, ინფექცია, გარკვეული პრეპარატების უსისტემო მიღება, დასხივება, ორსულობა, მშობიარობა.

ასევე გასათვალისწინებელია ადამიანის სქესი, ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა.

სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც აუტოიმუნური დაავადება გვხვდება ოჯახის რამდენიმე წევრში.

 

- როგორ შეიძლება დავარეგულიროთ მომატებული ანტისხეულების დონე და ხელი შევუწყოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას?

მართებულია ასეთ დროს გავაძლიეროთ საკუთარი იმუნიტეტი, რისთვისაც მნიშვნელოვანია: ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება, სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ძილი, აკონტროლეთ ალკოჰოლის მიღება, შეამცირეთ სტრესის დონე, მიიღეთ ხილი და ბოსტნეული.

მიზანშეწონილია ყურადღება გავამახვილოთ ნივთიერება მიო-ინოზოტოლზე. მისი ფიზიოლოგიური როლი მრავალმხრივია. იგი, როგორც მეორადი მესენჯერი, ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებს სხვადასხვა ჰორმონ ის (TSH,INSULINI, FSH,…)  სასიგნალო სისტემაში და ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიური ფუნქციის აღდგენას.  გარდა ამისა, მიო-ინოზიტოლი ასევე ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს უჯრედულ მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. მონაწილეობს რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და ემბრიონის განვითარებაში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მიკროელემენტი - სელენის როლი იმუნური სისტემის გამართულ მუშაობასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხელშეწყობაში.

 

 

tiroxil

თიროქსილი 4.0 – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლისა და სელენის შემცველობით.