Nuk
გემრიელი და სასარგებლო ოსპი ბავშვთა კვებისათვის

თარიღი: 25 თებერვალი, 2021

ჩვენს წელთაღიცხვამდე დიდი ხნით ადრე ოსპი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გავრცელებული საკვები პროდუქტი იყო. ევროპაში მას ხშირად ღარიბთა ხორცს უწოდებდნენ მარტივი მიზეზის გამო - თავისი შემადგენლობის წყალობით ძალიან სასარგებლოა და თან ხანგრძლივად ანაყრებს.

• ოსპი ცილით მდიდარი პარკოსანია. მის შემადგენლობაში არსებული ცილა ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ.
შეიცავს ვიტამინების და მინერალების სასარგებლო მიქსს - მის შემადგენლობაშია A, C, D, K,B ჯგუფის ვიტამინები.

✔️მდიდარია თუთიით, სპილენძით, მაგნიუმით, სელენით, კალიუმით, მანგანუმით - რაც აუცილებელია ბავშვის სწრაფადმზარდი ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის.
• რკინისა და ფოლატების მაღალი შცველობის გამო სასარგებლოა ანემიის პროფილაქტიკისათვის.
- შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორსა და კალციუმს, რაც ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს უზრუნველყოფს.

ოსპი არ ითვისებს ნიტრატებს, მძიმე მეტალებს და ტოქსინებს, ამიტომ ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რამაც შესაძლოა გაზების წარმოქმნა და პატარა მუცლის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ოსპის დიდი რაოდენობით მიღება, მით უფრო 1 წლამდე ასაკში სასურველი არ არის.
ამავდროულად უჯრედისი მის შემადგენლობაში დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ლობიოში და ამ მხრივ უფრო დამზოგველი მოქმედება აქვს.

როდიდან მივცეთ?
ოსპი ლობიოსთან შეადრებით ადვილად მოსანელებელი პარკოსანია, ამიტომ მისი ჩართვა საბავშო მენიუში 8-9 თვიდანაა შესაძლებელი.

რასთან ერთად შეიძლება მოვამზადოთ ოსპი
ის კარგად ეხამება სხვა ბოსტნეულს, მაგალითად, სტაფილოს, პომიდორს, კარტოფილს, ყვავილოვან კომბოსტოს.
არ უნდა მისცეთ სხვა პარკოსნებთან კომბინაციაში. მაგალითად, ბარდასთან და ლობიოსთან ერთად.
იმ დღეს, როცა პატარას ოსპს მიართმევთ, ხორციანი სადილი შეგიძლიათ სულაც არ მოუმზადოთ.

‼️არ დაგავიწყდეთ, რომ ოსპი უჯრედისის გაზრდილ რაოდენობას შეიცავს, ამიტომ მისი მიცემა არ ღირს სხვა მსგავსი თვისების პროდუქტთან, მაგალითად, ჭარხალთან ერთად.

რომელი ფერის?
ოსპი ფერადი პარკოსანია. ბავშვებისათვის უმჯობესია წითელი ფერის შეარჩიოთ, რადგან ის უფრო ადვილადმოსანელებელია და გამოიყენება სუპებსა და პიურეებში შეგიძლიათ და თანაც იხარშება 20 წუთში. ყველაზე დიდხანს ყავისფერ ოსპს სჭირდება ხარშვა, სრული მზადყოფნისათვის 35-40 წუთია საჭირო.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე