Nuk
გრიპისმაგვარი დაავადებების გამწვავება

თარიღი: 12 დეკემბერი, 2016

გრიპისმაგვარი დაავადების შემთხვევების გაზრდის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს იწყებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც მიმდინარე წლის დასაწყისში 3 კვირის განმავლობაში მუშაობდა

მოგეხსენებათ, რომ ყოველ სეზონზე, გაზაფხულ-შემოდგომაზე ხდება გრიპისმაგვარი დაავადებების გამწვავება. ეს სხვადასხვა მიზეზით სხვადასხვა პერიოდში შეიძლება დაიწყოს. მორიგი ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი. ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე. ახლა, საბედნიეროდ, გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში - გუშინდელი მდგომარეობით, 550 ზარი დაფიქსირდა, გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ“, - განაცხდა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, დავით სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, იმ პერიოდში, როდესაც მუშაობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, გრიპის სიმპტომების აღმოცენებისას, პირველ რიგში, მიმართსო ოჯახის ექიმს და არა არა სასწრაფო დახმარებას. 

ბაღებსა და სკოლებში კი ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება, როდესაც ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება დაიკეტება 3 დღის განმავლობაში. სერგეენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქს ხელების სისუფთავეს.