Nuk
იცხოვრე კატარაქტის გარეშე

თარიღი: 19 ივლისი, 2020

რა არის კატარაქტის დაავადება?
კატარაქტა თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დაბუნდოვნება და მკურნალობის გარეშე სრული სიბრმავე. მხედველობის დაქვეითების მიზეზი 51% შემთხვევწებში სწორედ ეს დაავადებაა, რომელიც 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში ძალიან ხშირად გვხვდება. მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა, რის საშუალებასაც უახლესი მეთოდები იძლევა.

როგორია კატარაქტის სიმპტომები?
- დაბინდული მხედველობა
- გამოსახულების უფრო ბუნდოვნად ან ყვითლად აღიქმა
- ღამით მხედველობა გაუარესება
- სინათლით შეწუხება, თვალის მოჭრა
- სინათლის გარშემო შუქის რგოლების დანახვა
- კითხვისთვის უფრო კარგი განათება საჭიროება
- სათვალის ხშირი ცვლა
- გაორებული მხედველობა


როგორ მოვიქცეთ?
თუკი ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე მათგანი აღგენიშნებათ, თქვენ ან თქვენს ოჯახის უფროს წევრს. მნიშვნელოვანია დაუყონებლივ მიმართოთ ოფთალმოლოგს. უმეტეს შემთხვევაში, მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზი 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში სწორედ რომ კატარაქტა გახლავთ.

 

როგორ ვითარდება კატარაქტა?
ასაკის მატებასთან ერთად, თვალის ბროლი ნაკლებად მოქნილი ხდება, სქელდება და კარგავს გამჭვირვალობას. კატარაქტა აფერხებს თვალში სინათლის სხივების შეღწევადობას და შესაბამისად იწვევს მხედველობის გაუარესებას. ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს, მაგრამ არა ერთდროულად. ერთ-ერთი თვალი შესაძლოა რამდენიმე თვით ან წლით ადრეც კი დაავადდეს.

როგორ ხდება კატარაქტის მკურნალობა?
კატარაქტის მკურნალობის არ ხდება მედიკამენტოზურად, ერთადერთი გზა ოპერაციაა. კლინიკა ჯერარსში კატარაქტის ოპერაციაუახლესიულტრაბგერითიფაკოემულსიფიკაციისმეთოდით ტარდება და ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

 

ოპერაცია უმტკივნეულოა და ადგილობრივი, ტოპიკური ანესთეზიით ტარდება. პროცესის ხანგრძლივობა 5-7 წუთია, კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც ქირურგს გამოაქვს შემღვრეული ბროლი და მის ადგილზე სვამს ახალ – ხელოვნურ ბროლს.

ქირურგიული ჩარევისთანავე ხდება მხედველობის გაუმჯობესება და რამოდენიმე დღეში სრულიად აღდგენა.