მითი და რეალობა ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ

თარიღი: 04 იანვარი, 2017

მითი და რეალობა ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ

 

ქალისა და მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა დღესდღეობით ერთ - ერთი აქტუალური პრობლემაა და რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 13 – 15 % შეადგენს. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წყალობით ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 6,5 მილიონამდე ახალი სიცოცხლე გაჩნდა. მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით და კერძოთ საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდის მიერ და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გხადა.თუ რა მითი არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ, როგორია ჭეშმარიტი რეალობა და რომლებია ყველაზე შირად დასმული კითხვები - ამაზე რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში - ანი მორჩილაძე გვიპასუხებს.

 

-  ქალბატონო ანი, რითი განსხვავდეა IVF ორსულობა ბუნებრივი გზით შემდგარი ორსულობისაგან?

- განსხვავებულია მხოლოდ ჩასახვის პროცესი. ინ ვიტროს შემთხვევაში გამეტების - ანუ ქალისა დ მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ხდება და მიღებული ემბრიონის გადატანაც საშვილოსნოს ღრუში სპეციალური რბილი კათეტერით ხორციელდება. სანაყოფე პარკის მიმაგრებიდან დაწყებული ემბრიონის და შემდგომში ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპი ორივე შემთხვევაში იდენტურია.

 

- აუცილებელია თუ არა, ორსულობის დასრულება საკეისრო კვეთით IVF - ის შემთხვევაში?

- არა, ხშირ შემთხვევაში IVF ბავშვები ბუნებრივი მშობიარობის გზით ჩნდებიან. საკეისრო კვეთის განხორციელებისათვის ერთნაირი აუცილებელი ჩვენებაა , როგორც IVF ასევე ბუნებრივი გზით შემდგარი ორსულობის დროს.

 

- იწვევს თუ არა , ჰორმონალური სტიმულაცია საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მარაგის ამოწურვას?

- არა. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს ფოლიკულების მოსამწიფებლად, მოქმედებს კვერცხუჯრედების განვითარების მხოლოდ ფინალურ - 20 დღიან სტადიაზე, რომელსაც ვაკვირდებით  ულტრაბგერით კვლევაზე. ბუნებრივად, ჯანმრთელი რეპროდუქციული ქალის ორგანიზმში ყოველთვიურად მწიფდება და განაყოფიერებისათვის მზადდება მხოლოდ 1 ფოლიკული, იმ ეტაპზე არსებული 15 – 20 ფოლიკულიდან. ზოგადად კვერცხუჯრედების განვითარება ეტაპობრივი პროცესია და მოიცავს 180 – 220 დღ იან პერიოდს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კვერცხუჯრედების ეს განსაზღვრული რაოდენობა ისედაც იღუპება. სტიმულაციისას კი ჩვენ საშუალება გვეძლევა მოვამწიფოთ და ავითოთ ის დანარჩენი კვერცხუჯრედებიც, რომლებიც ისედაც განწირულნი არიან დაღუპვისათვის.

 

- ინ ვიტრო განაყოფიერებისას დაფეხმძიმების 100 % - იანი გარანტია არსებობს?

- ცხადია, არა. ინ ვიტრო განაყოფიერება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგით არ სრულდება. დაფეხმძიმების და შემდგომში ბავშვის გაჩენის ინდექსი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა 25 – 37 წლის ქალბატონებში ორსულობის სიხშირე, რაც 45 – 50 პროცენტს შეადგენს. 38 – 40 წლის ასაკის შემდეგ იწყება კვერცხუჯრედების ‘’ დაბერების’’ პროცესი - რაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორსულობის დადგომაზე და იწვევს დაფეხმძიმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას 42 – 44 წლის ასაკში 15 – 20% მდე და 45 ასაკის ზემოთ ეს ციფრი შეადგენს 5 – 8 %.

 

- ჰორმონალური სტიმულაციის ფონზე ნებისმიერ ასაკსა და შემთხვევაში შეიძლება ფოლიკულების მომწიფება?

- არა. სტიმულატორი არის ჰორმონალური საშუალება, რომელიც მოქმედებს საკვერცხეებში ამ კონკრეტულ ეტაპზე უკვე არსებულ ‘’მარცვლებზე’’ - ანუ ფოლიკულებზე. სტიმულატორებს თავისთავად ამ მარცვლების წარმოქმნის უნარი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საკვერცხეებში რეზერვის გამოფიტვის შემთხვევაში ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენება ემსგავსება სიტუაციას, როდესაც ნიადაგს, რომელშიც მარცვალი არ ჩაგვიგდია და მხოლოდ ინტენსიურად ვრწყავთ და ვანოყიერებთ, შევყურებთ იმ ფუჭი იმედით, რომ იდესმე მისგან მცენარე აღმოცენდება.

 

- ყველა ფოლიკულშია კვერცხუჯრედი?

- რა თქმა უნდა არა. არსებობს ცარიელი ფოლიკულების სინფრომიც. ფოლიკული ხომ მხოლოდ სითხით სავსე ბუშტუკია, რომელიც ულტრაბგერაზე იდენტიფიცირდება , არის თუ არა მასში კვერცხუჯრედი და როგორი ხარისხისაა, რა თქმა უნდა წინასწარ არ იცი, სანამ ფოლიკულს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში არ აიღებ. ზუსტად ეს არის ერთ - ერთი ხშირი მიზეზი პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობის რაც დიდი ხნის განმავლობაში პაციენტს უქმნის ილუზიას დაფეხმძიმების პოტენციალის არსებობის.

 

- ემბრიოტრანსფერამდე რაც უფრო მეტია ემბრიონის უჯრედების რაოდენობა, მით უკეთესია მისი ხარსიხი?

- რა თქმა უნდა არა. ემბრიონის უჯრედების რაოდენობა დამოკიდებულია მისი განვითარების სტადიაზე და არა ხარისხზე. მე- 2 - ე დღის ემბრიონი შედგება 3 -4 უჯრედისაგან, მე - 3 -ე დღის 7 – 8 უჯრედიანია, ემბრიონი ზოგადად 5 დღის განმავლობაში შეიძლება დაყოვნდეს ლაბორატორიის პირობებში, ამის შემდგომ იგი უნდა იქნას გადატანილი საშვილოსნოს ღრუში ან შენახული - კრიოპრეზერვაციის (გაყინვის) გზით. მე - 5- ე დღის განვითარების ემბიონს - ბლასტოცისტა ეწოდება და ის ემბრიონალური განვითარების უმაღლეს საფეხურს შეადგენს.

 

- რა ვადითაა შესაძლებელი ემბრიონების კრიოპრეზერვაციაა (გაყინვა)?

- ემბრიონების შენახვა შესაძლებელია იმ ვადით, რა ვადითაც სურს პაციენტს და ამით მათი ვარგისიანობა არ იცვლება. ჩვენს კლინიკაში დღესდღეობით გამოიყენება გაყინვის სწრაფი მეთოდი - ვიტრიფიკაცია - ამ მეთოდის უპირატესობა მის წინამორბედებთან განსხვავევბით ხასიათდება ემბრიონების შენახვით ჟელესებრი კონსისტენციის მასაში ყინულის კრისტალების წარმოქმნის გარეშე. ზოგადად შესაძლებელია არა მხოლოდ ემბრიონების, არამედ კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების გაყინვაც, რაც ძალზედ აქტუალურია განსაკუთრებით ონკოპაციენტებში, ქიმიო და სხივური თერაპიის განხორციელებამდე. დღეისათვის არსებული მონაცემებით კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’ - ში რამოდენიმე ათასი ბიოლოგიური მასალაა დარეზერვებული.

 

- არსებობს მოსაზრება, რომ IVF - ის შედეგად უპირატესად ტყუპები იბადებიან?

- ორი ან მეტი ემბრიონის გადატანის შემთხვევაში რათქმა უნდა იზრდება ტყუპების გაჩენის ალბათობა. თუმცა, ევროპის მრავალ და განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში უპირატესობა ენიჭება სელექტიურად ერთი ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში, რამეთუ თუნდაც ორნაყოფიანი ორსულობა მიეკუთვნება პათოლოგიურ ფეხმძიმობას, რომლის შემთხვევაშიც კი იზრდება , როგორც მუცლადყოფნის პერიოდში ასევე მშობიარობის შემდგომ ახალშობილთა დაავადებების და გართულებების ალბათობა.

 

- კრიოემბრიონები(გაყინული ემბრიონები) გადატანის შედეგად იშვიათად დგება ორსულობა?

- კრიოპროტოკოლებში ორსულობათა სიხშირე არამც თუ ჩამორჩება არამედ 5 – 10 % - ით აღემატება კიდეც ნატიურ ციკლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. ეს სხვაობა აისახება როგორც გაყინვის თანამედროვე მეთოდების ვარგისიანობით, ასევე ენდომეტრიუმის ‘’მიმღებლობის’’ - რეცეფციულობის გაუმჯობესებით არასტიმულირებად ციკლებში.

 

- ემბრიოტრანსფერის შემდგომ აუცილებელია წოლითი რეჟიმი?

- ცხადია არა, ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ ჩვეული ცხოვრების რიტმით ცხოვრებას და მხოლოდ მძიმე ფიზიკური დატვირთვისაგან თავშეკავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დადებით ფსიქო - ემოციურ გარემოს და რწმენას იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

- განსხვავდებიან თუ არა IVF ბავშვები ბუნებრივი გზით გაჩენილი თანატოლებისაგან?

- რა თქმა უნდა არა, მათი როგორც გონებრივი პოტენციალი ასევე ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების არსებობა არ განსხვავდება მათ თანატოლებში დაფიქსირებული მსგავსი მაჩვენებლებისაგან.

 

- შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად განვითარდეს საშვილოსნოს გარე ორსულობა?

- დიახ, სამწუხაროდ შესაძლებელია. ინ ვიცტრო განაყოფიერების ციკლების 0,8 – 2,8 % ვითარდება საშვილოსნოს გარე ოსრულობა მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში ხდება ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ. ერთ- ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს მილების ანთებითი დაავადებები, რაც წინაპირობას ქმნის გადატანილი ემბრიონების მიგრაციის ანთებითი კერის მიმართულებით. საინტერესო ფაქტია, რომ კლინიკა ‘’ ინ ვიტრო’’  - ში IVF პროცედურის შემდგომ 5 სიმულტანურად მიმდინარე საშვილოსნოს, როგორც შიდა ასევე გარე ორსულობაა დაფიქსირებული. თითოეული მათგანის შემთხვევაში ფეხმძიმობის პერიოდში ჩატარდა ლაპარასკოპიული მიდგომით საშვილოსნოს მილის ამოკვეთა, რამაც საშუალება მისცა ღრუში არსებულ ორსულობას პროგრესირების და 4 შემთხვევაში დასრულდა ცოცხლადშობადობით, 1 ორსულობა კი ჯერ - ჯერობით მიმდინარეობს.

 

- შესაძლებელია თუ არა ლაბორატორული ტესტებით უკვე დიაგნოსტირებული შემცირებული ფოლიკულური რეზერვის გაზრდა?

- სამწუხაროდ ქალებს მამაკაცებისაგან განსხვავებით სასქესო უჯრედების კვლავ წარმოქმნის უნარი არ გააჩნიათ. ქალი იბადება ფოლიკულების უკვე განსაზღვრული რაოდენობით, რაც დაბადებიდან სქესობრივ სიმწიფემდე, 1 000 000 - დან 400 – 500 000 - მდე მცირდება და შემდგომშიც ყოველთვიურად ათეულობით ფოლიკული გაიხარჯება ისე, რომ ახალი არ წარმოიქმნება. 

  დღესდღეობით ჩვენს არსენალში საკმაოდ მწირე შესაძლებლობებია, რაც არა იმდენად რაოდენობრივ, რამდენადაც კვერცხუჯრედების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზეა მიმართული. თუმცა, რეპროდუქტოლოგია ძალზედ სწრაფად განვითარებადი დარგია, რაც პირველი ‘’სინჯარის ბავშვის’’ - ლიზა ბრაუნის გაჩენიდან დღემდე კოლოსალური თემპებით ვითარდება, პროგრესირებს და ეჭვს არ ბადებს, რომ ახლო მომავალში ქალის საკვერცხეების ბიოლოგიური საათის მუშაობის ხანგრძლივობა გაიზრდება და ეს მოხდება საკვერცხეებში უკვე იდენტიფიცირებული ღეროვანი უჯრედების წყალობით, რაც მაღალ ასაკში მყოფ ქალს საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლის საშუალებას მისცემს.

 

მის: ლუბლიანას 2/6                   

ტელ: 2 15 77 77 

www.invitro.ge

https://www.facebook.com/Invitrofertilization/