Nuk
დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი (გადაკოცნა)!“ - ინგა მამუჩიშვილი კორონავირუსისგან დაცვის გზებზე

თარიღი: 27 იანვარი, 2020

,,ნიუს ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის უფროსი ინგა მამუჩიშვილი კორონავირუსის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და დაცვის მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. ექიმის ვრცელი რეკონედაციების სრული ჩამონათვალი იხილეთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ალფაკორონავირუსი 3D ეფექტით, არ ვიცით რას უპირებს მსოფლიოს, მაგრამ ქართველებს არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ ხომ ყველაფერს ვუძლბთ. მსოფლიო დგას უკონტროლო საფრთხის წინაშე, 40 მილიონიანი რეგიონი კარანტინშია მოქცეული. სიმპტომები გავს გრიპს, მაგრამ განსაკუთრებულად იკვეთება სუნთქვის უკმარისობა. არც ერთი ანტივირუსული პრეპარატი არ მოქმედებს ამ ვირუსის რეპლიკაციაზე.

გაამკაცრეთ სიფრთხილის ზომები, მეტი ჰიგიენა, მოერიდეთ დახურულ სივრცეებს, მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და ბუნებრივი ფლავონოიდები: ნიორი, ხახვი, ცაცხვის, გვირილის, ჯანჯაფილის ჩაი, ლიმონი, ჟოლო, თაფლი, მდოგვი, მოერიდეთ ჩინელებს და ჩინური წარმოების პროდუქციას (რომელსაც წალეკილი აქვს ქართული ბაზარი) ნუ წაიყვანთ შეუძლოდ მყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში, განსაკუთრებთ სიცხით და ხველით!!! შეხვედრისას დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი (გადაკოცნა)… ნიღბებით ჯანმრთელი ადამიანების ქუჩაში სიარულს, ჯობია ავადმყოფის იზოლაცია მოვახდინოთ!!! იმედია ხელისუფლებაც გაფხიზლდება და მეტად დაიწყებს ზრუნვას საკუთარ ხალხზე გაამკაცრებენ მოსახლეობის მიგრაციის კანონს, ტემპერატურის გაზომვით აეროპორტში ვერაფერს ვერ მივაღწევთ იქნებ ინკუბაციურ პერიოდშია ადამიანი და ვირუსული ინფექციის ნიშნები ჯერ არ აღენიშნება.