Nuk
კლინიკა „ინ ვიტრო’’ – 18-წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება

თარიღი: 16 ნოემბერი, 2017

უკვე 18 წელია, რაც ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ ძირითადი ბირთვი ქართულ სამედიცინო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. კლინიკის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის წყალობით არაერთ უშვილო ოჯახში გაჩნდა ბავშვი. მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი და უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირი კლინიკა „ინ ვიტროს’’ წარმატების გარანტია. რატომ უნდა ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა „ინ ვიტროს’’ მედპერსონალს და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებით განხორციელება, ამ და ინ ვიტრო განაყოფიერების ირგვლივ არსებული ყველა საინტერესო თემის შესახებ გვესაუბრა კლინიკა „ინ ვიტროს’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი ნატალია ხონელიძე.

ნატალია ხონელიძე (მეან - გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, თსსუ კლინიკის პროფესორი): 

- ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ ბუმბერაზ საქმეს, კერძოდ - ინ ვიტრო განაყოფიერებას შევეჭიდეთ. ამ გზით პირველი ბავშვის დაბადების ამბავი მაშინ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ვემსახურებით უდიდეს საქმეს - უშვილობის მკურნალობას. სწორედ დაგეგმილი სტრატეგია, პაციენტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება და მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს კლინიკა „ინ ვიტროს“ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ „ინ ვიტროს“ პაციენტები არ არიან მხოლოდ უშვილო წყვილები. მშობლები, მოზარდთა რეპროდუქციული და ენდოკრინოლოგიური რისკების დაცვის მიზნით, ადრეულ ასაკშივე მიმართავენ კლინიკას. გაზრდილია მომართვიანობა არასასურველი ორსულობისაგან თავის დაცვის მიზნით. ასევე გაზრდილია ინტერესი ოჯახის შექმნისა და სექსუალური ცხოვრების დაწყების წინ საჭირო გამოკვლევების მიმართ.

 

- დღეს უშვილო წყვილთა რაოდენობა საგრძნობლად დიდია. რა იწვევს ამ პრობლემას?

-  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, მამაკაცის პრობლემებით გამოწვეული უნაყოფობა უკვე უტოლდება ქალის უნაყოფობის პროცენტულ მაჩვენებელს, რაც, ძირითადად, გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებით, სოციალური გარემოს სტრესული მდგომარეობით და ასე შემდეგ.ქალის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მრავალია: სასქესო ორგანოს ინფექციები, განვითარების მანკები, რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები - პოლოკისტოზი, ენდომეტრიოზი, იმუნოლოგიური და გენეტიკური ფაქტორი და სხვა.

 

- ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების რა გზები არსებობს?

- ყველა ჩამოთვლილი მიზეზის აღმოფხვრა მედიკამენტების ჩარევით თუ ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში  ინ ვიტრო განაყოფიერება მაღალი პროცენტით პრობლემის მოგვარების გარანტია. ნორმალური რეპროდუქციული ასაკის პაციენტებთან, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში არ დადგა ორსულობა, მაშინ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და დროულად ჩაიტარონ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 35 წლის ასაკში ოჯახის შექმნის შემთხვევაში სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში თუ არ მოხდა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

 

- რატომ უნდა აირჩიონ უშვილო წყვილებმა კლინიკა „ინ ვიტრო’’?

- კლინიკისა და შესაბამისი სპეციალისტის არჩევა პაციენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, პაციენტი ირჩევს სპეციალისტს, რომელთანაც თავს იგრძნობს კომფორტულად, ვინც ყურადღებით მოუსმენს და მისი დაორსულების შანსს გაზრდის. კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ში ყველა ეს პირობაა შექმნილი. ჩვენი გუნდის წყალობით გაჩნდა არა მარტო პირველი სინჯარის ბავშვი, არამედ პირველი სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვიც. სწორედ ჩვენი დიდი მონდომებით და შრომით დაინერგა ემბრიონებისა და სპერმის გაყინვის მეთოდი, რასაც მოჰყვა ოოციტების(კვერცხუჯრედების) გაყინვის უახლესი მეთოდის დანერგვა.

 

- როგორ დაახასიათებთ კლინიკა „ინ ვიტროს’’ მედპერსონალს?

- ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია სანდო და პაციენტების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ექიმებით. ჩვენ ვართ ლიდერი ამ საქმეში და ჩვენი გუნდის წყალობით ათასობით წყვილი გაბედნიერდა, რაც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების დასტურია .. ყველასთვის ცნობილია, რომ უშვილლობის პერიოდი წყვილისთვის ძალიან ემოციური და სტრესულია. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  მათთვის კლინიკაში არსებული მშვიდი გარემო და ექიმების პროფესიონალიზმი. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პაციენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან - არ ალოდინონ ვიზიტების დროს და მკურნალობის განმავლობაში  თითოეულმა მათგანმა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნოს.

 

- უცხოელ პარტნიორებთან თუ გაქვთ კავშირი?

- ისრაელის ყველაზე ცნობილი კლინიკების პროფესორებმა კლინიკა ‘’ინ ვიტრო’-ს კაშკაშა პროფესიული ელფერი შესძინეს. ჩვენი ერთობლივი კოლაბორაციით გაფართოვდა პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომის დიაპაზონი, უფრო დაიხვეწა უმნიშვნელო ნიუანსებიც კი პაციენტთა მკურნალობის საქმეში, რამაც ორსულობის მაღალი პროცენტი განაპირობა. ჩვენი 18 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით , კლინიკას თავისი წარმატების ინდექსი აქვს, რაც წარმატებულ ორსულობას ნიშნავს. აღნიშნული ინდექსი იდენტურია იმ მონაცემებისა, რაც მთელ მსოფლიოში არსებობს, მათ შორის ისრაელში, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების მხრივ განსაკუთრებით წარმატებულია.

 

- ინ ვიტრო განაყოფიერების დროს რა ფაქტორი ასრულებს ყველაზე დიდ როლს?

- ინ ვიტრო განაყოფიერებისას, წარმატებული შედეგის მისაღებად, ძალიან ძნელია ვთქვათ, თუ ვის უფრო დიდი როლი ეკისრება, ექიმის მომზადებას, განათლებას, პრაქტიკულ ჩვევებს თუ ემბრიოლოგის სტატუსს. ემბრიონის ხარისხზე აბსოლიტურად დამოკიდებულია ორსულობის შედეგი. ემბრიონის ხარისხს განაპირობებს როგორც ექიმის კვალიფიკაცია,ასევე ემბრიოლოგის მიერ ჩატარებული სამუშაო. ემბრიოლოგთან მიდის კვერცხუჯრედი , რომელიც მივიღეთ ქალის საკვერცხედან. კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ერთმანეთთან შერწყმა და ემბრიონის ჩამოყალიბება კი მიდის ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. გარდა ემბრიოლოგის კვალიფიკაციისა , რათქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ აღჭურვილობას და იმ ნიადაგს, რაზეც მუშაობს ემბრიოლოგი. ჩვენი ემბრიოლოგი პირველი იყო საქართველოში და 18 წელია რაც ამ საკითხზე მუშაობს. გვაქვს ზუსტად იგივე შედეგები, რაც არის ევროპის ყველაზე განვითარებულ ინ ვიტრო ლაბორატორიებში. ემბრიოლოგის მომზადება ვერ მოხდება 2  - 3 თვეში. ჩვენ ყოველი ახალი პაციენტისგან მიღებულ მონაცემებს ვაჯერებთ ემბრიოლოგთან ერთად. ემბრიოლოგი აუცილებლად უნდა იყოს ადგილზე და ხშირი შეხება ჰქონდეს ექიმთან და ხშირ შემთხვევაში, პაციენტთანაც.

 

წყარო: https://funtime.ge