Nuk
კენჭის გავლა – სიმპტომები და დიაგნოსტიკა

თარიღი: 31 მაისი, 2021

კენჭის გავლა – ანუ თირკმლის ჭვალს იწვევს შარდ-კენჭოვანი დაავადება, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს და შემთხვევით გამოკვლევისას ვლინდება. თირკმელში შესაძლოა იყოს ერთი კენჭი ან რამდენიმე, თუმცა არ იწვევდეს არანაირ ტკივილს და ჩივილებს. შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებს იწვევს  მაშინ , როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ანუ ხდება “კენჭის გავლა” რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი, რომელიც ძლიერდება და აუტანელი ხდება, როდესაც კენჭი საშარდე მილში იჭედება  და შარდის დინებას აფერხებს. შარდი გროვდება, იბერება თირკმელი და  იწვევს აუტანელ ტკივილს, რომელიც ხშირად საზარდულისკენაც ვრცელდება. სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ “კენჭის გავლას” ანუ თირკმლის ჭვალს.

კენჭის გავლას თან სდევს:
• შარდვის გახშირება
• ტკივილი შარდვის დროს
• სისხლიანი შარდი
• გულის რევა, ღებინება
• მუცლის შებერილობა
• ტემპერატურის მატება

თირკმელში კენჭის გავლა, პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში საკმარისი სითხის არარსებობასთან. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება.

ხშირად თირკმელში კენჭი ჩნდება , როდესაც შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები  კრისტალიზდება და ერთმანეთს ეკვრის.

გარდა ამისა, თირკმელში კენჭის გაჩენის დიდი რისკია ისეთი საკვების მიღება, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ცხოველური ცხიმები.

თირკმელში კენჭის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები:
• მემკვიდრეობა
• დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს)
• ჭარბწონიანობა
• საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები
• ცილოვანი დიეტა
• საშარდე გზების ანთება
• საშარდე გზების დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების შეფერხებას