Nuk
15 ციტატა ექიმ კომაროვსკისგან, როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვი

თარიღი: 29 ივნისი, 2016

ედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ის ცნობილია თავისი ახლებური მიდგომებით დაავადებების მიმართ და საინტერესო რჩევებით. მას აქვს საკუთარი გადაცემა „ექიმ კომაროვსკის სკოლა“, სადაც მშობლები მუდმივად იღებენ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ექიმ კომაროვსკის უყვარს გავრცელებული სტერეოტიპების დარღვევაც და ხშირად უწევს ოპონირებას სხვა ექიმებს. გთავაზობთ ევგენი კომაროვსკის ფრაზებს, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად დაგეხმარებათ ბავშვის სწორად გაზრდაში.

1. მთავარია ოჯახის კეთილდღეობა – დედის ჯანმრთელობა. მამამ უნდა შეუწყოს ხელი დედას, რათა მან ჭამოს, გამოიძინოს და დაისვენოს.
2.სკოლაში უმჯობესია ბავში მიდიოდეს 10 საათზე და ამთავრებდეს 11-ზე. ცუდია, რომ იქ ბავშვებს ჯდომითი რეჟიმი აქვთ და მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ.
3. რთულია განკურნება, ხოლო დაავადების დიაგნოსტიკა, უახლესი მედიცინის მიღწევების ფონზე, ელემენტარულია.
4. ბავშვის შეღებვა იოდით მხოლოდ მშობლის ფანტაზია და ხელოვნების მიმართ სიყვარულია. მას საერთო არაფერი აქვს რომელიმე დაავადების მკურნალობასთან.
5. ბავშვები უმჯობესია იყვნენ გამხდრები.
6. ბედნიერი ბავშვი, ესაა ჯანმრთელი ბავში, უკვე მეორე ეტაპია მისი მიღწევები.
7. არასოდეს დააძალოთ ბავშვს ჭამა. ეს იგივეა, რომ აავსოთ მანქანის ავზი და დააყენოთ ის ავტოფარეხში.
8. კარგი ბაღი ესაა ადგილი, სადაც ითხოვენ ბოტებსა და პლაშჩს ბავშვის სასერნოდ. ჩვენთან სამწუხაროდ კარგი ბაღი ისაა, სადაც კარგად კვებავენ.
9. ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ, რადგან უიკენდებს ბებიასთან ატარებენ. იქ კი ბავშვზე ზრუნვის მთავარი ელემენტი კვებაა.
10. იმუნიტეტის გაძლიერება, ესაა ღიმილი, დასვენება, მოგზაურობა, სიყვარული და ფიზიკური აქტივობა.
11.ნუ ხარჯავთ დროს და ნერვებს თქვენს შვილებში „არასწორი“ქმედებების აღმოჩენაში.
12.მთავარი კანონი: საკვების რაოდენობა ეკვივალენტურია ფიზიკური აქტივობის დროს დახარჯული ენერგიისა.
13.ბავშვი არასოდეს არავისთან ვალში არაა.
14.აგარაკი ყოველთვის სჯობს ზღვას. თუ ბავშვი 2 თვე დარბის ფეხშიშველი, ჭუჭყიანი და მშიერი. ეს ამყარებს მის იმუნიტეტს მთელი ერთი წლით.
15გეშინოდეთ არა ექიმისა და საავადმყოფოების, არამედ თვითმკურნალობის.

წყარო: www.fortuna.ge