კონტაქტური ზოოპარკი‏ „ფაუნალენდი“

თარიღი: 18 აპრილი, 2016

ბავშვები 5-6 წლის ასაკიდან იწყებენ თხოვნას, რომ შინ ლეკვი, კნუტი, ზღვის გოჭი ან ოქროს თევზები მოვუყვანოთ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს მათი მხრიდან ინსტინქტის გამოვლენა უფროა, ვიდრე გააზრებული სურვილი. ბავშვმა საუკეთესოდ იცის, რომ სჭირდება მეგობარი, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება, მოეფერება, ჩაეხუტება, გაამხიარულებს და ასე შემდეგ. ყველაფერთან ერთად ცხოველთა ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზეც მოქმედებს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ  ცხოველი მხოლოდ სითბოსა და სიყვარულის წყარო არ გახლავთ. ოთხფეხა მეგობრის გვერდით ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს: ორგანიზებულობას, ყურადღებას, წესრიგს. ბავშვი ძალიან კარგად იაზრებს, რომ ცხოველი სათამაშო არაა, რო ის ყოველდღიურ მზრუნველობას მოითხოვს. 

ბავშვთა ფსიქოლოგიაში უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ცხოველმა ბავშვის სოციალურ ადაპტაციაში დიდი როლი შეასრულა. 

კონტაქტური ზოოპარკი „ფაუნალენდი“  გაძლევთ საშუალებას არა მარტო გაეცნოთ ცხოველების სამყაროს, არამედ შეეხოთ კიდეც. „ფაუნალენდი“ -ეს არის კონტაქტური ზოოპარკი, სადაც შეგიძლიათ მოეფეროთ და აჭამოთ ცხოველებს. ცხოველები მოთავსდნენ ორ დარბაზში, ფერმასა და ჯუნგლებში. ფერმაში თქვენ შეხვდებით: სირაქლემებს,კურდღლებს,წიწილებს, თხებს და ა.შ. ჯუნგლებში კი გაეცნობით იაგუანას, მორიელს,გველს,კუს და ა.შ. აქ სუფევს ჯუნგლების ატმოსფერო.

ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე 11:00-20:00.
ჩვენი მისამართია: ვეკუას 3 (კარფურის თავზე კოლმეორნეობაზე).
ტელ. 2933281 . 597077671.
ფეისბუკი :  FAUNA LAND.