Nuk
კოვიდ-19 და კუჭ-ნაწლავის პრობლემები

თარიღი: 21 სექტემბერი, 2021

კოვიდ-19 და კუჭ-ნაწლავის პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 სასუნთქი გზების დაავადებაა, სამწუხაროდ, ეს ვირუსი დაუზიანებლად არც კუჭ-ნაწლავს ტოვებს

დადასტურებულია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების დაახლოებით 42%-ს აწუხებს გულისრევა ან ღებინება, ხოლო 17%-25%-ს სხვადასხვა სიმძიმის დიარეა აღენიშნება.

 

კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანებს ხშირად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, ჰორმონებით, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენებიც, რომელთა შორის უხშირესი სწორედ კუჭ-ნაწლავის პრობლემებია. როგორც კორონავირუსი, ასევე ზემოთჩამოთვლილი მედიკამენტები რამოდენიმე გზით იწვევენ კუჭ-ნაწლავის დაზიანებას, მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო მექანიზმი - ეს არის ნაწლავური მიკროფლორის დაზიანება.

 

ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავში 100000 ტრილიონზე მეტი მიკროორგანიზმია, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში და აქვთ დამცველობითი ფუნქცია. თითოეული ჩვენთაგანის მიკროფლორა ინდივიდუალურია, თითის ანაბეჭდის მსგავსად. როდესაც რაიმე მიზეზით ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობა ირღვევა (მათ შორისაა კოვიდ-ინფექცია, ანტიბიოტიკები ან სხვა მედიკამენტები), ვითარდება საჭმლის მონელების პრობლემები, რაც შეიძლება გამოვლინდეს შებერილობით, უსიამოვნო შეგრძნებით მუცლის არეში, გულისრევა-ღებინებით, დიარეით ან შეკრულობით. გარდა ამისა, ქვეითდება ნაწლავის დამცველობითი ფუნქციაც, რაც შეიძლება სხვადასხვა მავნე ბაქტერიის გამრავლებით და ინფექციის განვითარებით გამოვლინდეს, რისგანაც აქამდე ნაწლავური მიკროფლორა, ე.წ. „მეგობარი ბაქტერიები“ გვიცავდნენ.

 

ნაწლავური მიკროფლორის აღდგენასა და ნაწლავური პრობლემების მოწესრიგებაში ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი - არკოლევურე დაგეხმარებათ. არკოლევურე წარმოადგენს ბუნებრივი შემადგენლობის პრეპარატს, რომელიც შეიცავს სამედიცინო საფუარსა და ვარდკაჭაჭას ინულინს. სამედიცინო საფუარი ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და კუჭნაწლავის ბარიერული ფუნქციის სტაბილიზაციას. იგი ახდენს პარაზიტების და პათოგენური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვას, არეგულირებს იმუნურ პასუხს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ინულინი წარმოადგენს საკვებ ბოჭკოს. იგი ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში.

 

არკოლევურე ინიშნება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან, ორსულებში მე-2 ტრიმესტრიდან და მეძუძურ დედებში.

მიიღება 1 კაფსულა დღეში.
მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი.
მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09