Nuk
მკერდის კიბო მამაკაცებში

თარიღი: 24 ნოემბერი, 2020

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად განიხილება, როგორც დაავადება, რომელიც ქალებს აწუხებთ, იგი მამაკაცებშიც გვხვდება

ონკოლოგიური დაავადებები მნიშვნელოვანი გამოწვევაა გლობალური ჯანმრთელობისათვის. მიუხედავად სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, ავთვისებიანი სიმსივნით ავადობა და სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მამაკაცებში მკერდის კარცინომის შესახებ გვესაუბრება ონკოქირურგი და მამოლოგი ბატონი ბესიკ აბშილავა.

 

რას გვეტყვით მამაკაცთა მკერდის კიბოს შესახებ?
მამაკაცის მკერდის კიბო იშვიათი პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად ხანდაზმულ ასაკში გვხვდება.
ზოგადად, მამაკაცთა შორის ყველაზე გავრცელებულია ხუთი ლოკალიზაციის სიმსივნე, ესენია:
- ტრაქეა/ბრონქი/ფილტვის;
- პროსტატის;
- შარდის ბუშტის;
- კოლორექტალური;
- ხორხის.

რით არის განპირობებული მამრობითი სქესის მკერდის სიმსივნე?
სქესობრივ მომწიფებამდე (დაახლოებით 9-10 წლის ასაკში), ახალგაზრდა ბიჭებსა და გოგონებს აქვთ მცირე რაოდენობით მკერდის ქსოვილი, რომელიც შედგება რამდენიმე სადინრისგან, რომელიც მდებარეობს ძუძუს და არეოლის ქვეშ (ძუძუს გარშემო).

 

ზოგი მამაკაცი მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებს პათოლოგიურ (მუტირებულ) გენებს, რომლებიც ზრდის აღნიშნული სიმსივნის განვითარების რისკს. რამდენიმე გენიდან ერთ – ერთი მუტაცია, განსაკუთრებით კი გენი, რომელსაც BღჩA2 ეწოდება, ეს არის კიბოს წარმოქმნის მიზეზი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს (მეტასტაზირება) ახლომდებარე ქსოვილში, ლიმფურ კვანძებში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

რომელი ფაქტორები ზრდის პათოლოგიის განვითარების რისკს?
ზოგადად, რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და დიაგნოსტირებულია 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებში.

რისკ-ფაქტორები კი, შესაძლოა იყოს:
- ესტროგენის ზემოქმედება (პროსტატის კიბოს ჰორმონოთერაპიისთვის გამოყენებულ პრეპარატები);
- მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
- კლინეფელტერის სინდრომი;
- ღვიძლის დაავადება;
- ჭარბი წონა (ასოცირდება ორგანიზმში ესტროგენის მაღალ დონესთან);
- სათესლე ჯირკვლის დაავადება (ორქიტი).


მამრობითი სქესის მკერდის კარცინომის რომელი ტიპები გვხვდება ხშირ შემთხვევაში?
მამაკაცებში დიაგნოსტირებული კიბოს ძირითადი სახესხვაობებია:
- დუქტალური ექტაზია;
- წილაკოვანი კარცინომა (ვითარდება რძის წარმომქმნელ ჯირკვლებში, მათი ნაკლები რაოდენობის გამო);
- პეჯეტისდაავადება (ვრცელდება ძუძუსთავზე).

 

რას გვეტყვით დიაგნოსტირების მეთოდებზე?
დიაგნოსტირება  ეფუძნება კლინიკურ, რადიოლოგიურ და მორფოლოგიურ გამოკვლევებს.
კლინიკური კვლევა მოიცავს ძუძუსა და რეგიონალური ზონების ბიმანუალურ პალპაციას. ხოლო, რადიოლოგიური კვლევა –  ბილატერალურ მამოგრაფიასა და ექომამოგრაფიას (რეგიონული მეტასტაზირების ზონების ჩათვლით).
აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“  აღჭურვილია ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე Pლანმედ ჩლარიტყ 3D მამოგრაფით, იგი გავძლევს  უზუსტეს, მკვეთრ და გარჩევად გამოსახულებას, ყოველგვარი არტეფაქტის გარეშე. ტომოსინთეზის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის  სხვადასხვა კუთხით სერიული სურათების მიღება, რაც გვაძლევს პათოლოგიური პროცესის 3D გამოსახულებას და მის ზუსტ სივრცით კოორდინატებს.
მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ტომოსინთეზის პროცედურა, მამოგრაფიისაგან განსხვავებით  გაცილებით კომფორტულია, რადგან ამ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კომპრესია მინიმალურია და თან, ამ დროს კვლევა ხორციელდება დაბალი დოზის რენტგენის სხივებით.

როგორ იგეგმება მამაკაცის მკერდის კიბოს მკურნალობა ახალ სიცოცხლეში?
მკურნალობის მულტიდისციპლინური დაგეგმარება ეფუძნება ონკოქირურგის, რადიოლოგის, პათოლოგანატომის (მორფოლოგის), რადიაციული ონკოლოგის, მამოლოგისა და ქიმიოთერაპევტის კონსილიუმის დასკვნას. გენეტიკური ძუძუს კიბოს შემთხვევაში, შესაბამისი ტესტებისა და კვლევების შემდგომ, განიხილება პროფილაქტიკური ადეკვატური პროცედურების ჩატარების საკითხი.
დაავადების ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში გაცილებით ეფექტური და შესაძლებელია რადიკალური ქირურგიული ჩარევა.

 

რაც შეეხება ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდებს, გამოიყენება როგორც ოპერაციული მკურნალობა, ისე სხივური თერაპია, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. ასევე, პაციენტთა უმრავლესობისთვის  დაავადების ადრეულ სტადიაზე, საკმარისია ლოკალური მკურნალობა – ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია.
რაც შეეხება პროგნოზს, იგი  დამოკიდებულია სიმსივნის ბიოლოგიაზე, მის ზომასა და ამ პროცესში ჩართული ლიმფური კვანძების რაოდენობაზე.
თუმცა, მეტასტაზების გავრცელების შემთხვევაშიც კი, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების რემისია შესაძლებელია.

 

თანამედროვე მედიცინაში, არცერთი სქესის წარმომადგენელში, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!