Nutricia
ნაწლავური ინფექცია

თარიღი: 20 ივლისი, 2016

ცნობილი უკრაინელი ექიმი-ინფექციონისტი, ევგენი შერბინა ნაწლავური ინფექციის თემაზე საინტერესო რეკომენდაციებსა და რჩევებს გვთავაზობს. ის პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომელიც ამ გავრცელებული ინფექციის დროს უჩნდებათ მშობლებს.

რა არის მწვავე ნაწლავური ინფექცია?
მწვავე ნაწლავური ინფექცია ესაა მუცლის ღრუსა და ნაწლავების ანთებითი პროცესი. ეს უკანასკნელი ხასიათდება დიარეით, ხანდახან ღებინებით და მაღალი ტემპერატურით. ხშირ შემთხვევაში ნაწლავური ინფექცია ვირუსებითაა გამოწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკის მიღებას არანაირი აზრი არ აქვს.

რისი უნდა გვეშინოდეს ნაწლავური ინფექციისას და როგორ ავარიდოთ თავი საავადმყოფოს?
ყველაზე საშიში პატარასთვის, დიარეისა და ღებინების დროს, არის გაუწყლოება. სწორედ ამის გამო ხდება ბავშვის გადაყვანა კლინიკაში. ანუ მაშინ, როცა მშობლები ვერ ახერხებენ სათანადო რაოდენობის სითხის მიცემას.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს შეხვდა ნაწლავური ინფექცია?
მარტივად მიმდინარე ნაწლავური ინფექციების დროს ბავშვი ადვილად გამოდის მდგომარეობიდან  სახლის პირობებშიც. უმჯობესია პირველივე სიმპტომების გამოვლენისას დაურეკოთ თქვენს პედიატრს და აუხსნათ დეტალური მდგომარეობა. გახსოვდეთ, რომ დიარეა და ღებინება უპირველეს ყოვლისა დიდი ოდენობით სითხის კარგვას ნიშნავს. მშობლების ამოცანაა მოახდინონ დახარჯული სითხის კომპენსაცია.

რა ოდენობის სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა?
იმისთვის, რომ არ წავიდეს გაუწყლოების პროცესი, საშუალოდ ბავშვმა თითოეულ კილოგრამზე უნდა მიიღოს 100 მილიგრამი წყალი (10 კილოგრამი წონის ბავშვისთვის ესაა 1000 მილიგრამი), მაგრამ შეიძლება საჭირო იყოს მეტიც. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის კანი არ იყოს გამომშრალი და შარდვის სიხშირე იყოს ინტენსიური. თუ ასე არ ხდება, მიეცით მეტი სითხე.

რა სახის სითხის მიღება ჯობს?
იდეალური ხსნარი ნაწლავური ინფექციებისას, ესაა მარილიანი ხსნარები. ისინი იყიდება ყველა აფთიაქში და მათი მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება. ცხადია პატარები არ იქნებიან აღფრთოვანებულები ამ სასმელით, მაგრამ წყლის ბალანსის აღდგენისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა. თუ ბავშვი უარს ამბობს მარილიანი სასმელის მიღებაზე, მოუმზადეთ მას ხილის კომპოტი. თუ ის ამაზეც უარს ამბობს, გადადით გეგმა B-ზე და მიეცით ყველა ის სასმელი, რაც მას მოსწონს. (თუნდაც კოკა-კოლის მიცემით თქვენ იმაზე ნაკლებს ავნებთ ბავშვს, ვიდრე გაუწყლოებით). რაც შეეხება ჩვილებს, დედის რძე 95 პროცენტ წყალს შეიცავს, რაც ასევე ფანტასტიკური საშუალებაა. ამდენად გვაქვს შემდეგი არჩევანი: მარილიანი სასმელები, კომპოტი და ნებისმიერი სხვა სახის სითხე.

რა მივცეთ ბავშვს საკვების სახით?
სანამ ბავშვს ღებინება აღენიშნება, არანაირი საკვების მიცემას აზრი არ აქვს. მას შემდეგ, რაც ეს სიმპტომი ალაგდება, წყალთან ერთად შეგიძლიათ შესთავაზოთ საკვებიც, რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ. პატარებზე კარგად მოქმედებს დედის რძე. მოზრდილებს კი შეგიძლიათ შესთავაზოთ რაიმე მსუბუქი, მაგალითად კისელი, ჩაი სუხარით, ორცხობილა, ბრინჯის ფაფა და წვნიანი. მთავარია საკვები მისცეთ ხშირად და მცირე ულუფებით.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს?
ასეთ დროს შეგიძლიათ მისცეთ მას სიცხის დამწევი ტრადიციული საშუალება

როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა უარს ამბობს საკვების მიღებაზე?
აქ უკვე თავად უნდა გადაწყვიტოთ, აირჩიოთ მოლაპარაკების გზა, წაიყვანოთ ის კლინიკაში გადასხმისთვის, მონახოთ ალტერნატიული გზა, თუ დაძალების მეთოდით მისცეთ მას საჭირო ოდენობის სითხე.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დიარეა?
ძირითად შემთხვევაში მწვავე ფაზა სრულდება 5-7 დღეში, ხანდახან ის 9 დღემდე გრძელდება.

როდისაა აუცილებელი, მივმართოთ ექიმს?
თუ ბავშვს კუჭის მოქმედების დროს აღენიშნება სისხლდენა. ეს მეტყველებს მსხვილი ნაწლავის დაზიანებაზე, რაც ბაქტერიული ინფექციის ნიშანია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის მიღებაც.
თუ პატარა ვერ იღებს სითხეს და მისი კანი უფრო მშრალი გახდა, შარდვის სიხშირე კი შემცირდა.

წყარო: www.firtuna.ge