Nuk
დაუსვით კითხვა ექიმს - მშრალი კანის მოვლა

თარიღი: 10 დეკემბერი, 2018

დასვით ნებისმიერი კითხვა მშრალ კანთან დაკავშირებით

კითხვებზე გიპასუხებთ  დერმატოვენეროლოგი ქალბატონი ნინო სანოძე


ყველა ადამიანი იბადება გარკვეული კანის ტიპით, რომელიც დროსთან ერთად შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. 

კანის სიმშრალე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა რომლის დროსაც ეს უკანასკნელი კარგავს ელასტიურობას,  აქერცლილია და ძალიან  მგრძნობიარეა. 

მისი გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს რომ მშრალი კანი შესაძლოა იყოს არამხოლოდ გენეტიკური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით განპირობებული ტიპი ან თუნდაც კოსმეტოლოგიური პრობლემა, არამედ რომელიმე დაავადების სიმპტომი. 

გამომწვევი მიზეზები არის გარეგანი და შინაგანიც

მაგალითად: კლიმატური პირობები, კანის არასწორი მოვლა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება, ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება, კანის და შინაგანი ორგანოების პათოლოგიები.

 

რა იწვევს კანის სიმშრალეს, რა საშუალებებით არის შესაძლებელი მშრალი კანის მოვლა?

 

დასვით კითხვები კომენტარებში

თქვენს კითხვებზე პასუხს გასცემს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის  დერმატოვენეროლოგი ქალბატონი ნინო სანოძე