Nuk
რა ასაკიდან შეიძლება ორცხობილის მიცემა ბავშვისთვის და როგორ შევარჩიოთ ტკბილეული

თარიღი: 19 თებერვალი, 2020

რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს დამატებითი საკვები და რა ფორმით, როგორ ვაკონტროლოთ მის რაციონში შაქრის შემადგენლობა, რა სახის ტკბილეული შეიძლება რომ მივცეთ პატარას?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ კომპანია ჰეინცი გთავაზობთ რჩვევებს ორცხობილის შერჩევასთან დაკავშირებით:

შემადგენლობა
ორცხობილა, რომელსაც წლამდე ასაკის ბავშვს მისცემთ, აუცილებლად 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან უნდა შედგებოდეს. ის არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გმო-ს. კარგი ორცხობილა, გარდა იმისა, რომ არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს, გამდიდრებული უნდა იყოს ვიტამინებითა და მინერალებით. ამ ინფორმაციის მიღება ეტიკეტის წაკითხვითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ პატარებს სანდო ბრენდის მიერ წარმოებული შეფუთული ორცხობილა შესთავაზოთ. მაგალითად, იტალიური Heinz-ის ორცხობილის შეფუთვაზე დატანილ ტექტს თუ წაიკითხავთ, შეიტყობთ, რომ ის შეიცავს В1, В2, В6, РР ვიტამინებს. სხვა ორცხობილებისგან განსხვავებით, ის არ შეიცავს პალმის და რაფსის ზეთს, კარაქს, კვერცხს. პედიატრები გვირჩევენ, რომ ეს ინგრედიენტები არ შედიოდეს პატარების რაციონში, რადგან მათი ნაწილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, ნაწილმა კი შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

 

შაქარი ორცხობილაში
მას შემდეგ რაც ორცხობილის შემადგენლობას კარგად გამოიკვლევთ, ყურადღება მიაქციეთ თუ რა რაოდენობის შაქარს შეიცავს ის. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შაქრის კონტროლი. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ბუნებრივ დამატკბობელს.  ასეთია პრებიოტიკები (ინულინი). მაგალითად,  Heinz-ის შემადგენლობაში შედის პრებიოტიკი, რომელსაც ევროპული კომპანია BENEO აწარმოებს ვარდკაჭაჭას ფესვებისგან და არის ბუნებრივად ტკბილი. დამატკბობლის ოდენობა კი მსოფლიო პედიატრების ასოციაციის მიერ არის დადგენილი.

 

ორცხობილის სტრუქტურა
შემადგენლობის პარალელურად ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ როგორი სტუქტურა აქვს ორცხობილას. ის კარგად უნდა იხსნებოდეს წყალში, ჩაისა თუ რძეში. ამავდროულად, პირში ადვილად უნდა დნებოდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ორცხობილა ჩვილისთვის უსაფრთხო.

როდესაც პატარას კბილები ამოსდის, მას მყარი საკვების დაღეჭვა ძალიან სიამოვნებს. ამ დროს პურის ქერქი ან ხილი გარკვეული საფრთხის შემცველია. ამიტომ უმჯობესია, მისცეთ ორცხობილა, რომელიც პირში არ იფხვნება და ადვილად დნება. ასე პატარას საღეჭი უნარების განვითარებაში უსაფრთხოდ დაეხმარებით.

 

რამდენი თვიდან და რა ფორმით მივცეთ ორცხობილა?
სანდო ორცხობილას ყოველთვის აქვს შეფუთვაზე მითითებული, თუ რა ასაკიდან არის პატარებისთვის რეკომენდებული. ეს დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე. ზოგადად, პედიატრები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ორცხობილა ბავშვს 5-6 თვის ასაკიდან მივცეთ. ამ ასაკისთვის ორცხობილა შეგიძლიათ მისცეთ პატარას როგორც დამოუკიდებლად, ისე ჩაიში ან რძეში, მათ შორის, დედის ან ადაპტირებულ რძეში გახსნილი. 5-6 თვის ბავშვებისთვის ორცხობილა შეიძლება იყოს დამოუკიდებელი კვება, ხოლო უფრო მოზრდილებისთვის ის ხდება მთავარი კერძის დამატება. დაბალანსებული კვების შემთხვევაში, ბავშვისთვის დღეში ერთხელ, მაქსიმუმ, ორჯერ ხარისხიანი ორცხობილის მიღება დაშვებულია.

ზოგადად, მშობლები, რომლებიც ცდილობენ ბავშვებს ჯანსაღი კვების რაციონი შესთავაზონ, ხშირად უპირატესობას სახლში გაკეთებლ პროდუქტებს ანიჭებენ. თუმცა წლამდე ასაკის ბავშვისთვის სახლში მომზადებული ორცხობილის მიცემა დაუშვებელია მისი შემადგენლობისა და სტრუქტურის გამო. მათ უნდა შესთავაზოთ პროდუქტი, რომლის რეცეპტურაზეც მაღალკვალიფიციური ნუტრიციოლოგები პედიატრებთან ერთად ზრუნავენ.