Nuk
ორსულობა და ყავა

თარიღი: 07 სექტემბერი, 2020

თუ თქვენ ხართ ორსული ქალბატონი, რომლის ცხოვრებისეული და ყოველდღიური დოზა 2-3 და მეტი ფინჯანი ყავით განისაზღვრება, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – ხომ არ ავნებს ეს ჩემს პატარას?

გვესაუბრება ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი თათია ცხომელიძე.

რამდენად დასაშვებია კოფეინი ან ჩაი ორსულობის დროს?

- ორსულობის დროს ჭარბი რაოდენობით მისი მიღება არ არის რეკომენდებული. ვურჩევდით ორსულ ქალბატონებს, ყოველდრიურად ყავის მოხმარებისგან თავი შეიკავონ.  უმჯობესია, კვირაში მხოლოდ  3-4 ჭიქა მიირთვათ, ასევე დაშვებულია უკოფეინო ყავის მიღებაც. 

გაითვალისწინეთ, რომ კოფეინს შეიცავს  ისეთი სასურსათო პროდუქტი, როგორიცაა:
- ზოგიერთი შოკოლადი;
- ჩაი;
- კოკა-კოლა;
- სოდიანი სასმელი;
- ენერგეტიკული სასმელი.

სცადეთ, ჩაანაცვლოთ  იგი ნატურალური წვენებით ან კაკაოთი.

ენერგეტიკული და გაზიანი სასმელების მიღება უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად.

როგორია კოფეინის რაოდენობის მაჩვენებელი ზოგიერთ სასმელში?

- ორსულმა ქალბატონმა, რომელიც ჭარბი რაოდენობით იღებს კოფეინის შემცველ სასმელებს (> 300 მგ/დღეში), მიზანშეწონილია, შეზღუდოს მისი დღიური მიღება, რათა შეამციროს ორსულობის შეწყვეტისა და მცირე წონის ახალშობილის გაჩენის რისკი.

იგი ძირითადად შედის ყავის და ნაწილობრივ ჩაის, უალკოჰოლო სასმელებისა და შოკოლადის შემადგენლობაში:
- 1 ჭიქა ხსნადი ყავა – 100 მგ;
- 1 ჭიქა ფილტრიანი ყავა – 140 მგ;
- 1 ჭიქა ჩაი – 75 მგ;
- 1 ქილა კოკა-კოლა – 40 მგ;

ენერგეტიკული სასმელის 1 ქილა (250 მლ) – 80 მგ-მდე - უფრო დიდი ქილა შეიძლება შეიცავდეს 160 მგ-ს.

ასევე, 1 ფინჯანი ხსნადი ყავა შეიცავს ≈ 60 მგ კოფეინს, თუმცა, ზოგიერთი ყავის ბრენდის 1 ფინჯანი შეიცავს 150 მგ კოფეინს. 250 მლ ჩაი ან სხვა უალკოჰოლო სასმელები შეიცავს

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები სტანდარტი არ არის და აუცილებელია, თუნდაც, 1 ფილა შოკოლადის შეძენისას შეფუთვაზე გადაამოწმოთ შემცველობის მაჩვენებელი.

რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ყავის მიღება ორსულობის პერიოდში?

- გაითვალისწინეთ, რომ კოფეინი აფერხებს კალციუმის შეწოვას, რაც განსაკუთრებით საზიანოა ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და მისი მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ორსულობა მიმდინარეობს ტოქსიკოზით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით და ღებინებით;
- მაღალი არტერიული წნევის დროს;
- გასტრიტისა და მომატებული მჟავიანობის დროს;
- მცირე წონის ნაყოფის შემთხვევაში.

 

თუ გულდასმით დაიცავთ ჩვენს რეკომენდაციებს, ყავისადმი თქვენი სიყვარული დადებითად აისახება თქვენი ორსულობის მიმდინარეობაზე.