პოლიკისტოზური საკვერცხეები - უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი

თარიღი: 12 ივნისი, 2018

პოლიკისტოზური საკვერცხეები - უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი

 

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მას ახასიათებს სტრუქტურულად შეცვლილი საკვერცხეები, ანოვულაცია, მენსტრუაციის გადაცდენა, ჭარბი წონა, ჭარბთმიანობა, ჰორმონალური მაჩვენებლების ცვლილებები.

სამწუხაროდ ბევრი ქალისათვის პოლიკისტოზი უშვილობის ან განაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება.

პოლიკისტოზური საკვერცხეების შემთხვევაში ორსულობის მიღწევა გართულებულია იმის გამო, რომ საკვერცხეებში მოთავსებული კვერცხუჯრედები ვერ ახერხებენ საკვერცხიდან გამოსვლას.

უშვილობის პრობლემის მქონე ქალბატონებში პოლიკისტოზური საკვერცხეების მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზაა: მედიკამენტოზური და ოპერაციული.

 

უმრავლეს შემთხვევაში ოპერაციის შემდგომ ორსულობა შესაძლებელია რეაბილიტაციის პერიოდის გასვლის და ჰორმონული ბალანსის აღდგენის შემდგომ. რაც შეეხება ოპერაციის უპირატესობებს -ლაპაროსკოპია ნაკლებ ინვაზიურია და ამ მხრივ უმჯობესია მისი ჩატარება.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პოლიკისტოზური საკვერცხის დროს მნიშვნელოვანია ჰორმონული ბალანსის აღდგენა, რაც საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების და შვილოსნობის საწინდარია.

 

კლინიკა ‘’ინ ვიტრო’-ში თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომაა და დამოკიდებულია ქალის ასაკსა და უშვილობის ხანგრძლივობაზე. სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომ ორსულობის მიღწევის შანსი საკმაოდ მაღალია.