Nuk
პროდუქტები, რომლებიც არ უნდა მიირთვათ კორონავირუსის დროს

თარიღი: 29 ნოემბერი, 2020

ასმათ კევლიშვილი - კოვიდ-19-სა და პანდემიის პირობებში კვების თავისებურებებზე საუბრობს.

კოვიდ-19-ის დიაგნოზირების შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალული პროდუქტები:

მართალია, სწორად შერჩეული კვების რაციონი ადამიანს სეზონური გრიპისა და მისი გართულებისგან იცავს, მაგრამ კოვიდის შემთხვევაში პროდუქტთა ნაწილი სარგებლის ნაცვლად, მხოლოდ ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ რეკომენდაცია ნებისმიერმა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, ვინც მსუბუქი ან მძიმე პნევმონიით, დადასტურებული ან უსიმპტომო ვირუსითაა ავად, რადგან თავისუფლად შეიძლება მსუბუქად მიმდინარე დაავადების არასწორი კვებით დამძიმება.

სუნთქვის ორგანოების კედლების შესქელების და გართულებული სუნთქვის შემთხვევაში ბევრად მეტი ლორწო გამოიყოფა, ვიდრე ჩვეულებრივ, სწორედ ლორწოს გასათხელებლადაა საჭირო დიდი ოდენობით სითხის მიღება, მათ კი, ვისაც უჭირს ბევრი სითხის დალევა, შეუძლია ხშირად, თუმდაც 5-წუთიანი ინტენსივობით რამდენიმე ყლუპის დალევა. კატეგორიულად იკრძალება შაქრით ან თაფლით დამტკბარი კომპოტების მირთმევა, რომლებიც ხელს უწყობენ პათოგენური მიკრობების განვითარებას, გაზიანი წყალი კი, ერთის მხრივ, ორგანიზმის გაუწყლოებას, მეორეს მხრივ, ლორწოს შესქელებას იწვევს.

მართალია, პრევენციის მიზნით საჭიროა D და C-ვიტამინების მიღება, მაგრამ არ შეიძლება D- ვიტამინის შემცველი რძისა და რძის პროდუქტის მირთმევა, რადგან სწორედ ლაქტოზა აძლიერებს ლორწოს გამოყოფას, ძეხვეული და თევზი (ქაშაყი, ორაგული), კვერცხი და მაგარი ყველი, თხილი, შოკოლადი, ციტრუსი და ჰისტამინის შემცველი სხვა პროდუქტი კი,  სუნთქვის უკმარისობას იწვევს. მართალია, თევზი D-ვიტამინს შეიცავს, ციტრუსი კი, C-ვიტამინითაა მდიდარი, მაგრამ ჰისტამინსაც საკმარისად შეიცავს, რაც ბევრად ინტენსიურად გამოჰყოფს ლორწოს. K-ვიტამინით მდიდარი პომიდორი კი, თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს.

ლორწოს სეკრეციას იწვევს რაფინირებული საკვებიც, მაგალითად შვრიის ფანტელის ან ჰერკულესის ხარშვისას, ნათლად ჩანს რამდენად ინტენსიურად წარმოიქმნება ლორწო. აუცილებლად უნდა მოვერიდოთ ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, ასევე კომბოსტოს, კარტოფილს, სიმინდს და ბანანს.

წყარო: https://fortuna.ge/