Nuk
პროდუქტები, რომლებიც აჯანსაღებენ და ათეთრებენ კბილებს

თარიღი: 21 მარტი, 2017

მედისონ დენტი გთავაზობთ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც აჯანსაღებენ და ათეთრებენ კბილებს!

 

1. ვაშლი, მსხალი- ზრდიან ნერწყვის გამოყოფას, რის შედეგადაც კბილები დაცულია ლაქების წარმოქმნისგან.

2. ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი- მათაც იგივე ეფექტი გააჩნიათ, ნერწყვის გამოყოფა ხელს უშლის პირი ღრუში მავნე ნივთიერებების დიდხანს დარჩენას, რაც დაგეხმარებათ არ აგიჭრელდეთ კბილები სხვადასხვა სახის ლაქებისგან.

3. ყველი – მდიდარია კალციუმით, ცილებით ფოსფორით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. ეს პროდუქტი იბრძვის პირის ღრუში მოხვედრილი მჟავა ნივთიერებების ეფექტის შესამცირებლად.

4. ორაგული- მდიდარია კალციუმითა და D ვიტამინით, შესაბამისად არაჩვეულებრივი საშუალებაა ძვლებისა და კბილების გაძლიერებისა და სიჯანსაღისთვის.

5. სოკო- ხელს უშლის ბაქტერიებისა და ინფექციების გამრავლებას პირის ღრუში.

6. ხახვი- აქრობს პირის ღრუდან იმ მავნე ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ კბილების გახრწნა, გაფუჭება გამოიწვიონ.

7. ანანასი- პირის ღრუში მოქმედებს, როგორც ნატურალური ლაქების მომშორებელი საშუალება. ანიჭებს მას ბუნებრივ სითეთრეს.

8. მწვანე ბოსტნეული- როგორიცაა ბროკოლი, ისპანახი და სხვა. შეიცავენ დიდი რაოდენობით რკინას, მათ კბილისთვის ერთგვარი სკრაბის ფუნქცია ეკისრებათ. წმენდენ და ათეთრენ მას, იცავენ მჟავა ნივთიერებებისგან წარმოქმნილი ლაქებისგან.

9. ჯინჯერი- მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია, შესაბამისად დაგიცავთ თქვენ პირის ღრუს ინფექციური დაავადებებისგან.

10. სტაფილო- დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს, ეს ნივთიერება კი აუცილებელია იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კბილის ჯანსაღი ემალი გქონდეს.