Nuk
რა არის ასთმა

თარიღი: 17 მაისი, 2016

რა არის ასთმა ? - ასთმა არის დაავადება რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას. ასთმის შეტევა ხდება მაშინ როცა სასუნთქი გზები ვიწროვდება და ხდება ანთება. 

როგორია ასთმის სიმპტომები ? - ასთმის სიმპტომებია:
• მსტვინავი სუნთქვა ( „ვიზინგი“) ან ხმაურიანი სუნთქვა
• ხველა, უხშირესად ღამით ან დილით ადრე, ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ
• გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება
• სუნთქვის გაძნელება
სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ყოველდღე, ყოველ კვირეულად, ან იშვიათად. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმემდე. იშვიათად, ასთმის სიმპტომების გამწვავებამ შესაძლოა გამოიწყვიოს სიკვდილი.

არსებობს ასთმის სადიაგნოსტიკო ტესტი ? - დიახ. ექიმის რეკომენდაციით ტარდება სუნთქვის ტესტი რათა გამოვლინდეს როგორია ფილტვების მდგომარეობა. 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვების უმრავლესობას აქვს უნარი შეასრულოს ეს გამოკვლევა. ეს კვლევა მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად შესაძლოა აჩვენოს ნორმალური მაჩვენებლები ასთმის მქონე იმ ბავშვებში, თუ სიმპტომების გამწვავება არ აქვს ტესტის ჩატარების პროცესში.
საჭიროა ასევე ექიმის მიერ ჩატარდეს ფიზიკური გასინჯვა და დაისვას შემდეგი კითხვები :
• როგორი სიმპტომები აქვს თვქენს შვილს ?
• რამდენად ხშირად აქვს ეს სიმპტომები ?
• აღვიძებს თუ არა ეს სიმპტომები ღამით?
• იზღუდება თუ არა თამაშისგან ან სკოლაში სიარულისგან ამ სიმპტომების გამო? 

როგორ იკურნება ასთმა ? - ასთმის მკურნალობა ხდება სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებით. მედიკამენტები შეიძლება იყოს საინჰალაციო, სითხე ან ტაბლეტები. ექიმი ნიშნავს მედიკამენტებს ასაკის და სიმპტომების გათვალისწინებით. ასთმის სამკურნალო მედიკამენტები მოქმედებს ორი გზით:
• სწრაფად მოქმედი მედიკამენტები აჩერებს სიმპტომებს დაუყოვნებლივ. ამ მედიკამენტებს ნიშნავს ექიმი იმ შემთხვევაში თუ სიმპტომები იშვიათია. 
• ხანგრძილი მოქმედების მაკონტროლირებელი მედიკამენტები უზრუნველყოფს ასთმის კონტროლს და ახდენს შემდგომი სიმპტომების პრევენციას. თუ პაციენტს აქვს ხშირი სიმპტომები, შესაძლოა დასჭირდეს ასეთი ტიპის მედიკამენტები ყოველდღიურად.
ასთმის მქონე პაციენტების დიდი ნაწილი ინჰალაციისთვის იყენებს „ სპეისერს“, ზოგიერთი საჭიროებს „ნებულაიზერს“. თქვენი ექიმი გაჩვენებთ როგორ გამოიყენოთ თითოეული.
მნიშვნელოვანია თქვენს შვილს მისცეთ ყველა მედიკამენტი რასაც ექიმი გამოგიწერთ. თქვენ შეიძლება ღელავდეთ მედიკამენტების რაოდენობის და მკურნალობის ხანგრძლივობის გამო, მაგრამ ასთმის მქონე პაციენტის უწამლოდ დატოვება უფრო დიდი რისკია, ვიდრე ნებისმიერი რისკი რომელიც შესაძლოა მედიკამეტს ჰქონდეს. არანამკურნალები ასთმის მქონე პაციენტი შესაძლოა:
• მოწყდეს ნორმალურ აქტივობას, როგორიცაა თამაში, სპორტი
• ხშირად გაუცდეს სკოლა
• დაუზიანდეს ფილტვები

როგორია ასთმის სამკურნალო სამოქმედო გეგმა ? 
• რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ყოველდღიურად თქვენმა შვილმა სახლში
• როგორია საშიშროების ნიშნები, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება (რა მიუთითებს ასთმის სიმპტომების გაუარესებაზე)
• რა დამატებითი მედიკამენტები უნდა მიიღოს თქვენმა შვილმა თუ სიმპტომები გაუარესდა
• როდის მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 112 -ს
თქვენ, თქვენი შვილი და ექიმი ერთობლივად მოქმედებთ რომ შექმნათ ასთმის მართვის სამოქმედო გეგმა. 

შესაძლოა თუ არა ასთმის სიმპტომების პრევენცია ? - დიახ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილის ასთმის სიმპტომების პრევენცია, უნდა მოარიდოთ თქვენი ბავშვი იმ გარემოებას რაც იწვევს სიმპტომების გამწვავებას. ექიმი ამას ეძახის „ ტრიგერულ ფატორებს“. თუ იცით რა არის თქვენი ბავშვისთვის ტრიგერული ფაქტორი, შეგიძლიათ მოარიდოთ მას. თუ არ იცით, ექიმი დაგეხმარებათ მის გამორიცხვაში .

ასთმის სიმპტომების გამწვავების ხშირი ტრიგერული ფაქტორებია :
• მტვრის ტკიპა, სოკოს სპორები
• ცხოველები, როგორიცაა ძაღლი და კატა
• მცენარის მტვერი
• სიგარეტის კვამლი
• გაციება (ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება)
• ვარჯიში

როგორი იქნება ჩემი შვილის ცხოვრება? - ასთმის მქონე ბავშვების უმრავლესობას აქვს ნორმალური ცხოვრება. თქვენ უნდა დაეხმაროთ მართოთ თქვენი შვილის ასთმა :
• გააკეთეთ ცვლილებები რათა თავიდან აიცილოთ ტრიგერული ფაქტორები
• თვალყური ადევნეთ თქვენი შვილის ასთმას
• გამოაყენებინეთ პიკ-ფლოუ მეტრი 
• მიჰყევით მოქმედების გეგმას
• უთხარით ექიმს როცა თქვენს შვილს სიმპტომები შეეცვლება
ზოგჯერ, ზრდასთან ერთად ასთმის სიმპტომები უმჯობესდება. შესაძლოა ზრდასრულ ასაკში ასთმის სიმპტომები არც ჰქონდეს.