Nuk
რა არის მონგოლური ლაქები და საშიშია თუ არა ბავშვისათვის

თარიღი: 11 აპრილი, 2021

იქნებ შეგიმჩნევიათ ახალშობილის კანზე მოლურჯო ფერის ლაქები, რომელიც ხანდახან შიშს იწვევს ახალბედა მშობლებში.

მაშ, რა არის ეს ლურჯი, ხან მოცისფრო და მორუხო ფერის ლაქები?
1883 წელს გერმანელმა ანთროპოლოგმა Erwin Bälz -მა აღწერა მოცისფრო ფერის ლაქები ახალშობილებში და რადგან ეს წარმონაქმნები ძირითადად მონგოლური წარმოშობის ახალშობლებში ნახა, მას შესაბამისი სახელიც უწოდა - მონგოლური ლაქები.

მისი სამედიცინო სახელწოდება კი ასეთია - დერმული მელანოციტოზი.

თავად მონგოლები ამ წარმონაქმნებს ჩინგიზხანის ლაქებს უწოდებენ. მაგრამ Erwin Bälz-ი მთლად მართალი არ იყო, ლაქები სხვა ეროვნების ახალშობილებსაც აქვთ. უხშერესად კი მუქი კანის ფერის მქონე პატარებთან გვხვდება.

აი, სტატისტიკა -თეთრკანიანებში გაცილებით იშვიათად, დაახლოებით 10%-შია აღწერილი, გაცილებით ხშირია ლათინურ ამერიკაში, აზიაში, მათ შორის მონგოლური წარმოშობის ახალშობილებში, ასევე აფრიკაში დაბადებულ ახალშობილებთან.

• არ არის ნანახი ამ წარმონაქმების კავშირი სქესთან - ის ერთნაირი სიხშირით აქვთ გოგონებსაც და ბიჭებსაც.

• მონგოლური ლაქების ფერი მოცისფროდან მოლურჯო-მორუხომდე ვარირებს და მათ გაჩენას მელანინისშემცველი უჯრედების, მელანოციტების მიგრაციის დარღვევა განაპირობებს კანის ქვედა ფენებიდან ზედა ფენებისაკენ. ამ დარღვევისას, რაც ემბრიონულ პერიოდში ხდება, მელანინისშემცევლი უჯრედების ნაწილი რჩება დერმაში, კანის ქვედა ფენაში. სწორედ ამიტომ ჩნდება კანზე უსწორმასწორო ფორმის მოცისფრო ლაქები.


ძირითადი ლოკალიზაციის ადგილი წელი და დუნდულებია, თუმცა სხეულის სხვა ნაწილებზეც შეიძლება შეგვხვდეს.

საშიშია თუ არა?
არა, მონგოლური ლაქები უსაფრთხოა, მათ არავითარი კავშირი აქვთ აქვს მელანომებთან ან სხვა სიმსივნურ დაავადებებთან და 4-5 თვეზე სრულიად ქრება. გამონაკლის შემთხვევებში რჩება უფრო ხანგძრლივადაც.

ასე, რომ ნუ ინერვიულებთ. ყველაფერი კარგად იქნება!

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე