რა იწვევს აუტიზმს? - ეს არის ის კითხვა, რაც ყოველთვის ისმის მშობლებისგან და საზოგადოებისგან

თარიღი: 10 აპრილი, 2018

2 აპრილს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. გადაცემაში „Fm პედიატრი“ ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" აუტიზმის პროგრამის სუპერვაიზერი მაკა ბესტაევა საუბრობს.

 

რამდენად მნიშნველოვანი და გადამწყვეტია აუტიზმის შესახებ ინფორმაციის დროული მიღება მშობლებისთვის?

მაკა ბესტაევა: ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია აუტიზმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს ყველგან, სადაც ბავშვს უწევს ურთიერთობა, ეს იქნება ბაღი, ეს შესაძლოა იყოს პედიატრი, მშობლები და ა.შ. რათა მოხდეს დროული ჩარევა. რაც უფრო ადრე დადგინდება დიაგნოზი, თუნდაც ეს არ იყოს დიაგნოზი და იყოს რისკ-ფაქტორი უფრო, ადრე მოხდება რებილიტაცია და დიდია შანსია ძალიან კარგი შედეგი იყოს, ვიდრე მოგვიანებით, 3-4 წლის ასაკში.

რთულია მშობელი პატარა ასაკში მიხვდეს ამ დიაგნოზს, რადგან პატარა ასაკში უფრო მცირეა მოთხოვნები ბავშვის მხრიდან. უფრო ხშირად შესაძლოა მშობელმა ეს ყველაფერი სიჯიუტეს და გენეტიკას მიაწეროს, რაც ბავშვისგან იქნება გამოვლენილი. რაც უფრო ნაკლებია მოთხოვნა მეტად ნაკლებია პრობლემები.

 

თუ არსებობს სახელმწიფოსგან ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები ამ მიმართულებით?

მაკა ბესტაევა: თბილისში მოქმედებს მერიის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი პროვაიდერია სხვა ორგანიზაციებთან ერთად. ეს პროგრამა ყოველთვიურად აფინანსებს ასობით ბავშვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, მადლობა ამისთვის მერიის სამსახურს.

 

რა იწვევს აუტიზმს? - ეს არის ის კითხვა, რაც ყოველთვის ისმის მშობლებისგან და საზოგადოებისგან, რაზეც ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ყოველდღიურად ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით. რა არის იმ ბოლო კვლევების შედეგები, რომლებზეც ამახვილებენ ყურადღებას სპეციალისტები?

 

მაკა ბესტაევა:ჯერჯერობით მტკიცებითი არაფერი არსებობს, რაც აუტიზმს იწვევს. ძალიან ბევრი კვლევები ტარდება და ეს ძალიან კარგია. ეს კვლევები ახალი ინფორმაციის მომცემია, მოდის ახალი მიდგომა თუ რისი გაკეთება და შეცვლა შეგვიძლია. არსებობს რისკ-ფაქტორები რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს მშობლებმა და სპეციალისტებმა, რათა მოხდეს ჩარევა. შესაძლოა ეს არ იყოს აუტიზმი და იყოს სხვა პრობლემა. ინტენსიური მუშაობით რომელიც არის კომპლექსური, შესაძლებელია ბავშვი ინტეგრირდეს და წარმატებით ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

ხშირად აუტიზმი ეშლებათ სხვა დარღვევებში. რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს აუტიზმს?

მაკა ბესტაევა: აუტიზმის შემთხვევაში ძირითადი სიმპტომი არის სოციალური უნარების შეზღუდვა, ასევე კომუნიკაციის პრობლემა, შეზღუდული ინტერესები, წარმოსახვითი თამაშის პრობლემები. თუმცა, შესაძლოა ეს სიმპტომი სხვა დარღვევებსაც ახასიათებდეს. მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, რის შემდეგაც დაისმება ზუსტი დიაგნოზი.

 

როგორ ხდება სიმპტომების გამოვლენა და დაკვირვება ბავშვზე, რა დროს ატარებს ის პროფესიონალთან იმისათვის, რომ დადგინდეს თუ რა მიმართულებითაა საჭირო მასთან მუშაობა?

მაკა ბესტაევა: პატარა ასაკის შემთხვევაში ეს არის თამაში. თამაშის პროცესში სპეციალისტი იგებს, აქვს ბავშვს შეზღუდული ინტერესების სფერო თუ არა. მაგალითად არის თუ არა წარმოსახვითი თამაშის პრობლემა. როგორ ურთიერთობს ის სპეციალისტთან, როგორია ბავშვის კომუნიკაციური მიდგომა და დამოკიდებულება, როგორ ითხოვს სასურველს, ანუ როგორ მიანიშნებს ის სასურველზე სხვებს.

 

რა მკურნალობის მეთოდები გამოიყენება ასეთ ბავშვებთან მუშაობისას?

მაკა ბესტაევა: ძირითადად მსოფლიოში აღიარებულ მეთოდად ითვლება ქცევის გამოყენებითი ანალიზი. ეს არის ბავშვის ქცევაზე მიმართული და მორგებული პროცესი. ჩვენთან ერთად არის პროგრამა, რომელიც ადრეული ჩარევის დროს გამოიყენება და შემდეგ მოზრდილ ასაკში გადადის ქცევით გამოყენებით ანალიზში. ქცევითი გამოყენებითი ანალიზი ყველაფერს აღიქვამს როგორც ქცევით უნარს. ოთახი აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით რაც ბავშვს სჭირდება. პროცესი ითვალისწინებს ყველა იმ უნარის დასწავლას რაც ბავშვს შესაძლოა გამოადგეს. ესენია: კოგნიტური, მეტყველება, სოციალური უნარები, თვითმოვლის უნარები და ა.შ

 

რამდენად ინტენსიურია სავარჯიშოები და ვიზიტები პროფესიონალთან?

მაკა ბესტაევა: ჩვენ ვისაუბრეთ მერიის პროგრამაზე. ის თვეში 20 სესიას აფინანსებს, რომელიც 1 საათისგან შედგება და დანარჩენი უკვე მშობლის ჩართულობით ხდება. ასევე ხდება განსაზღვრა ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაძლოა ეს იყოს დღეში რამდენიმე საათი, ან შესაძლოა ეს იყოს კვირაში 1 საათი.

 

რა პროცედურები უნდა გაიაროს მშობელმა იმისათვის, რომ მოხვდეს ამ პროგრამაში?

მაკა ბესტაევა: როგორც ვიცი, მერიაში განაცხადის შეტანით იწყება ყველაფერი და შემდეგ ისინი აძლევენ მიმართულებას მშობლებს.

 

გარდა ფსიქოლოგიური კორექციისა რა როლი აქვს რეაბილიტაციის პროცესში სპორტულ აქტივობას და არტ თერაპიებს?

მაკა ბესტაევა: ზოგადად ნებისმიერი აქტივობა, რომელშიც ბავშვი იქნება ჩართული ძალიან კარგია, თუ მას აინტერესებს. აღვნიშნე ინტერესების შეზღუდული სფერო, მაგრამ შესაძლოა ბავშვი დააინტერესოს ცხენოსნობამ, ცურვამ და ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა მისთვის. თუმცა არსებობს უფრო სხვა მნიშვნელოვანი ქცევის გამოყენებითი ანალიზი, რომელიც მეტად სჭირდება ბავშვს. მაგალითად სენსორული თერაპია, ასევე კვების და მეტყველების თერაპიები.

 

იქედან გამომდინარე, რომ დღეს არის აუტიზმის ცნობადობის გაზრდის დღე, საქართველოში რამდენად აქტიურია ეს თემა და ზოგადად მშობლები, საზოგადოება რამდენად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, მომართვიანობის თვალსაზრისით?

მაკა ბესტაევა: ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცვილელები მოხდა იმასთან დაკავშირებით ვიდრე იყო ეს ადრე. მომართვინაობა უფრო გაიზარდა, ადამიანები უფრო მეტად აკვირდებიან და ამჩნევენ ბავშვის პრობლემებს. ადრე თუ მშობელი პრობლემის შემთხვევაში მოზრდილ ასაკში აკითხავდა პროფესიონალს დასახმარებლად, დღეს უკვე ცდილობენ შემჩნევისთანავე, ადრეული ასაკიდან ჩაერიონ პროცესში, რათა დროულად მოხდეს პრობლემის მოგვარება და შედეგიც დადებითი და ხარისხიანი იყოს.

 

https://4u.ge