Nuk
რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია

თარიღი: 14 ივლისი, 2020

პირ­ბა­დე პან­დე­მი­ი­სას ერთ-ერთი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა არ მოხ­დეს. მაგ­რამ მისი მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს უქ­მნის. რა უნდა ვი­ცო­დეთ პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ანოს­მია. ხოლო თუ რა არის ანოს­მია, ამა­ზე გვესაუბრება ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე:
„კო­ვიდ 19 პან­დე­მი­ის გამო მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, გაჩ­ნდა სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პირ­ბა­დის ტა­რე­ბაა. თუ პირ­ბა­დე ვირუ­სი­სა­გან თა­ვის დაც­ვის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მე­ო­რე მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გო­რი­ცაა ცხვი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის სიმ­შრა­ლე. ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ღა­მის ძი­ლის დარ­ღვე­ვა და ბო­ლოს ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა - და­ა­ტე­ნი­ა­ნოს და გა­ა­სუფ­თა­ვოს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა­გან ჰა­ე­რი, რო­მე­ლიც ფილ­ტვებ­ში ხვდე­ბა, სწო­რედ ამ სინ­დრო­მის გარ­თუ­ლე­ბე­ბია. ცხვი­რის დის­ფუნ­ქცია კი თა­ვის მხრივ რის­კის ქვეშ აყე­ნებს სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს ცხვი­რის დამ­ცვე­ლო­ბით ეფექტს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცხვი­რის ღრუ­ში არ­სე­ბობს ყნოს­ვის რე­ცეპ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხვი­რის სიმ­შრა­ლის ფონ­ზე მე­ო­რა­დად ზი­ან­დე­ბა და კლი­ნი­კუ­რად ვლინ­დე­ბა ყნოს­ვის ძლი­ე­რი დაქ­ვე­ი­თე­ბით ან სრუ­ლი და­კარ­გვით, რაც ანოს­მი­ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ხში­რად ამ სიმპტომს პა­ცი­ენ­ტი კო­ვიდ 19-ის სიმპტო­მებს უკავ­ში­რებს, რაც ასე­ვე, სტრე­სის და ში­შის მი­ზე­ზი ხდე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს ექი­მი.
რო­გორ გან­ვას­ხვა­ოთ კო­ვიდ 19-სთვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ანოს­მია, სხვა ეტი­ო­ლო­გი­ის ანოს­მი­ის­გან, ექი­მი ამა­ზე ასე გვპა­სუ­ხობს: „ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი და შე­ჯა­მე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ 19-ის დროს ანოს­მია ვლინ­დე­ბა რო­გორც ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნი სიპ­ტო­მი და გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ამას­თან, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს ანოს­მია ნე­ი­რო­სენ­სო­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის უნდა იყოს და არა რე­ცეპ­ტო­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ან დის­ფუნ­ქცი­ის შე­დე­გი. გახ­სოვ­დეთ: ნიღ­ბის ხან­გრძლი­ვი ხმა­რე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცხვი­რის სიმ­შრა­ლე ხა­სი­ათ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი ანოს­მი­ით (ყნოს­ვის ძლი­ე­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა ან არარ­სე­ბო­ბა) და ის მხო­ლოდ ხან­გრძლი­ვი, სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად აღ­დგე­ბა. გა­წე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ნა­თე­ლია, რომ პირ­ბა­დეს­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცია მი­ნი­მუმ 1 წელი მოგ­ვი­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის სწო­რი ინ­ფორ­მი­რე­ბა და მათი დახ­მა­რე­ბა ერთი მხრივ, პირ­ბა­დის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის და მე­ო­რე მხრივ, კო­ვიდ 19-ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის“ - გვე­უბ­ნე­ბა ექი­მი.
პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ში შე­იძ­ლე­ბა ანოს­მია გა­მო­იწ­ვი­ოს?
ნე­ბის­მი­ე­რი პირ­ბა­დის ტა­რე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ღვევს სწო­რი სუნ­თქვის მე­ქა­ნიზმს და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ვი­საც ცხვი­რის ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა და ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ეს ხელს უწყობს ცხვი­რის სიმ­შრა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ანოს­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. თა­ვის­თა­ვად პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.
თუკი ასე­თი გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა ახა­სი­ა­თებს, მა­შინ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ?
გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ჭი­როა, ექიმ­თან ვი­ზი­ტი, კონ­სულ­ტა­ცია და ცხვი­რის სწო­რი და­მუ­შა­ვე­ბა და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.