Nuk
რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები

თარიღი: 31 იანვარი, 2021

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები
თუ ფიქრობ, რომ ახალშობილი ვერ ხედავს, არც ესმის და სამყაროს ვერ აღიქვამს, ძალიან ცდები. მისი გრძნობათა ორგანოები ფუნქციონირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს.

მხედველობა - თუ გსურს, ახალშობილმა კარგად დაგინახოს და აღგიქვას, მას 25 სმ-ზე უნდა მიუახლოვდე.
იცით, რომ სწორედ ეს მანძილია შენსა და შენი შვილის თვალებს შორის, როცა მას ძუძუს აწოვებ?
გაიხსენე და დაკვირდი, როგორ შემოგყურებს ძუძუს წოვის დროს თვალებში, გათვალიერებდ, გეალერსება. ხომ სასწაულია? -თუ საწოლთან წითელი ფერის სათამაშოს დაუკიდებ, აუცილებლად მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას.
და იცი რატომ? მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი მხოლოდ წითელს ხედავს. საშვილოსნო ხომ უხვად მარაგდება სისხლძარღვებით და გარემოც სრულიად წითელია. ამიტომ ის ახალშობილისათვის ერთგვარად მშობლიური ფერია.

სმენა ძლიერი ხმაურისას შენი პატარა კრთება. მას მშობლების ხმაც ახსოვს, გულისცემაც იმ 9 თვის მანძილზე, რაც დედის წიაღში გაატარა. და თუ ამ ხნის მანძილზე ესაუბრებოდით, ეალერსებოდით, ის დედიკოს და მამიკოს ხმასაც იცნობს და მისი გაგონება ამშვიდებს.
აუცილებლად ესაუბრე ბავშვს დაბადებისთანავე, არ აქვს მნიშვნელობა ზღაპარს მოუყვები, უმღერებ თუ უბრალოდ, დღის ამბებს უამბობ, მის სმენას ეს აუცილებლად ეამება და განავითარებს.


გემოვნება გემოვნების რეცეპტორები ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე