Nuk
რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა

თარიღი: 30 აგვისტო, 2020

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა
- იმიტომ, რომ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა აქვს
- შეიცავს A,K, C, B1, ვიტამინებს, ბარდაში დიდი რაოდენობით ფოლატებია, რაც ხელს უწყობს სიხლწარმოქმნის პროცესს.
- შეიცავს რკინას, რაც აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
- მის შემადგენლობაშია კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, რაც მზარდ ძვალს სჭირდება.
- შეიცავს ანტიქსოდანტებს, რაც უჯრედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.
- ბარდა მდიდარია ადვილადასათვისებელი ცილებით, რაც მისი მთავარი ღირსებაა, ცილა კი ბავშვის მზარდი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.
- ბოჭკოების დიდი რაოდენობით შემცველობა ბარდას ნაწლავის მიკროფლორისთვის საყვარელ საკვებდ აქცევს, იგივე მიზეზის გამო პატარს ნაწლავთა მოქმედება რეგულარულია.
- შეიცავს კარბოჰიდრატებს, თუმცა დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
- იმიტომ, რომ ის ძალიან გემრიელია.
თუნდაც იმიტომ, რომ ლამაზი მწვანე ფერი აქვს და გემოსთან ერთად წუნია პატარებსაც იზიდავს.
იმიტომ, რომ ჰიპოალერგიულია.
- იმიტომ, რომ დაბალკარორიული პროდუქტია.
- ამავდროულად, პროტეინებისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობა ადვილად იწვევს ნაყროვანებას და ხელს უშლის წონის მატებას.
- იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია როგორც მონოპიურეს სახით, ისევე სხვა ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად.
იმიტომ, რომ ცნობილია, ბარდა იმ პროდუქტთა შორისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დაბინძურებული პესტიციდებით, ამიტომ ორგანული პროდუქტის არჩევა მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და არა აუცილებლობაზე.

როგორ ავარჩიოთ
შეარჩიეთ საშუალო ზომის, გლუვი, დაუზიანებელი ბარდის მარცვლები. გახსოვდეთ, რომ საშუალო ზომის ბარდა უფრო არომატული და ტკბილია, ვიდრე დიდი ზომის, რომელიც ფორმა-ზომებით უფრო მომხიბვლელად შეიძლება გამოიყურებოდეს.
ჩვილის კვებისათვის არ გამოიყენოთ დაკონსერვებული ბარდა.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე