Nuk
რატომ უნდა შევიყვანოთ ბავშვი კალათბურთზე

თარიღი: 21 თებერვალი, 2018

გარდა იმისა, რომ კალათბურთის სიყვარულს მოაქვს ბევრი გამარჯვება, გუნდურობა, შენი მოპოვებული ქულებით მიღებული სიხარული და წარმატება, ეს სპორტი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, აქტიური ცხოვრების წესის დასაწყებად და ფორმაში ყოფნისთვის. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი ყოველდღიური ფიტნეს აქტივობის ნაწილად კალადბურთის თამაშს მისდევს.

გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ გეხმარებათ ეს სპორტი, იყოთ ფორმაში და ჯანსაღად.

 

იწვება ბევრი კალორია

სირბილი, ხტომა და სწრაფი მანევრირება ჯამში დატვირთულ აერობიკას ქმნის რომელიც კარგი საშუალებაა კალორიების დასაწვავად. კალათბურთის თამაშისას ყოველ საათში თქვენ წვავთ 600 ამდე კალორიას, დიდი წონის ადამიანი კი - 900 კალორიას.

 

საუკეთესოა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის

გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემა უმჯობესდება იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს თამაშობთ. ვითარდება გულის რიტმი, მცირდება გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი.

 

ავითარებს დისციპლინას და კონცენტრაციას

ისევე, როგორც სპორტის ყველა სახეობას, კალათბურთში არსებობს წესები, რომელტა დაცვაც აუცილებელია და რომელთა დარღვევის შემთხვევაში თქვენ არა მარტო საკუთარ თავს , არამედ მთელ გუნდს მოუტანთ ზიანს. კონცენტაციაზე ვარჯიში კი მეტად კონკურენტუნარიანს და წარმატებაზე ორიენტირებულს გაგხდით.

 

ამაგრებს ძვლებს
ხტომა და სხვა ფიზიკური მოთხოვნები კალათბურთში თქვენი ძვლებისთვის საუკეთესოა. აქტივობები, რომლებშიც ჩართულია წონითი სავარჯიშოები ამაგრებს ძვლებს.

 

უკეთესი მოტორული სისტემა და კოორდინაცია
ფაქტია, რომ ამ სპორტით მიზანში სროლას და კოორდინაციას ყველაზე კარგად განივითარებთ. როცა ვარჯიშს იწყებთ, ყველაზე აუცილებელი ამ დროს ტექნიკის დახვეწაა, ტრენერები სწორედ კოორდინაციის უნარს ამ ვარჯიშით ვაითარებენ, რის შემდეგაც ბურთის ჩაგდების დროს მისი ყურება დროთა განმავლობაში აღარ ხდება საჭირო.

 

ბალანსის შეგრძნება

თუ ყოველთვის გაინტერესებდათ, როგორ ახერხებს კატა მე-16 სართულიდანაც კი ოთხ ფეხზე დაეცეს მიწაზე, ამის პასუხი საკუთარი სხეულის ბალანსის შეგრძნებაა.

 

მეტი თავდაჯერებულობა

კარგი ნასროლი და კარგი გუნდის ნაწილად ყოფნა სწორედ ის არის, რაც თვითშეფასებას უმაღლეს დონეზე აიყვანს. თავდაჯერებული ადამიანი კი საკუთარ თავში დარწმუნებულია და ცხოვრების სხვა გამოწვევებსაც ადვილად უმკლავდება.

წყარო: https://4u.ge