Nuk
რძე და ალერგია

თარიღი: 09 ნოემბერი, 2021

ძროხის რძის მიმართ ალერგია ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგიაა ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობა ასაკთან ერთად გადალახავენ ალერგიას რძეზე, რძის მიმართ ალერგია გვხდება მოზრდილებშიც და შედის ყველაზე ხშირი კვებითი ალერგენების დიდ რვიანში. ძროხის რძეზე ალერგიის მქონე ბავშვების დაახლოებით 70% იტანენ ძროხის რძეს ცხობაში (მაფინები, ნაცხვრები და ა.შ). რძის თერმულად დამუშავების დროს (მოდუღება, გამოცხობა) ირღვევა ძროხის რძეზე ალერგიის გამომწვევი ცილების სტრუქტურა. მცირეწლოვანმა ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია უმ რძეზე, მაგრამ იტანენ თერმულად დამუშავებულ რძეს, შეიძლება უფრო ადრე გადალახონ რძის მიმართ ალერგია, ვიდრე მათ, რომლებიც რეაგირებენ ადუღებულ რძეზეც.

3 წლამდე ასაკის 2 - 3 %-მდე ბავშვები არიან ალერგიულები ძროხის რძის მიმართ. ასეთი ბვშვების დაახლოებით 20% კარგავს ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიას 3 - 4 წლის ასაკამდე, დანარჩენები 80% კი 16 წლის ასაკამდე.

როდესაც რძეზე ალერგიის მქონე პირი იღებს რძეს ან რძის პროდუქტებს, მასში შემავალი ცილები უკავშირდება სპეციფიკურ IgEE ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის იმუნური სისტემის მიერ. ეს იწვევს ალერგიის სიმპტომების გამოვლინებას, რომლებიც შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან ძალიან მძიმემდე სხვადასხვა პაციენტისა და სხვადასვა შემთხვევების მიხედვით. ალერგია ვლინდება რძის ან რძის პროდუქტების მიღებიდან რამდენიმე წუთიდან - რამდენიმე საათთის შემდეგ.


რძეზე ალერგიის სიმპტომებია:

ქავილი ან გამონაყარი დაუყოვნებლივ ტუჩების და პირის ღრუს ირგვლივ

დერმატიტი
ჭინჭრის ციება

კვინკეს შეშუპება (ტუჩებისთვალის ქუთუთოებისხორხის)

ცხვირიდან წყლისებრი გამონადენი

ცრემლდენა

ტკივილი მუცლის არეში

კუჭის აშლილობა (დიარეა)

ღებინება

სისხლიანი განავალიგანსაკუთრებით ჩვილებში

ხველა

ბრონქოსპაზმი

ანაფილაქსია - პოტენციურად სიცოცხლისთვის  საშიში რეაქცია

 

ძროხის რძეში ორი ძირითადი ცილაარამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია:

კაზეინი, ნაპოვნია რძის მყარ ნაწილში, რომელსაც რძის აჭრის შედეგად ვიღებთ (ხაჭო, ნადუღი) (80%)

შრატი, ნაპოვნია რძის თხევად ნაწილში მისი აჭრის შემდეგ.

ალერგია შეიძლება განვითრდეს მხოლოდ რძის ერთ ცილაზე ან ორივეზე. ადამიანების უმეტესობა, ვინც რეაგირებს ძროხის რძეზე, რეაგირებს ასევე ცხვრის, თხის, კამეჩის და სხვა ძუძუმწოვების რძეზეც.

 

ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს რძის ალერგიის განვითარების რისკი, ესენია:

- სხვა ალერგიები

როგორც წესი რძეზე ალერგიულ ბევრ ბავშვს სხვა ალერგიაც აქვს. რძის ალერგია შეიძლება განვითარდეს სხვა ალერგიამდე;

- ატოპიური დერმატიტი

ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ატოპიური დერმატიტი, ბევრად უფრო ხშირად უვითარდებათ კვებითი ალერგია;

- ოჯახური ანამნეზი

კვებითი ალერგიის რისკი იზრდება, თუ ერთ ან ორივე მშობელს აქვთ კვებითი ალერგია ან სხვა ტიპის ალერგიული დაავადება, მაგ. ასთმა, ალერგიული რინიტი და სხვ.;

- ასაკი

რძის ალერგია უფრო ხშირია ბავშვებში. ასაკის მატებასთან ერთად მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა ყალიბდება და ორგანიზმი ნაკლებად რეაგირებს რძეზე;

 

გართულებები

ბავშვებს, რომლებიც ალერგიული არიან რძეზე, უფრო მეტად უვითარდებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მათ შორის:

ალერგია სხვა საკვებზე - როგორიცაა კვერცხი, სოიო, არაქისი ან თუნდაც საქონლის ხორცი  ალერგია შინაური ცხოველების, მტვრის ტკიპების, ბალახის მტვერის და სხვა ნივთიერებების მიმართ.

 

პრევენცია:

რძის მიმართ ალერგიის მართვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა მისი მიღებისგან თავის არიდებაა.

 

რძის წყაროებია:

რძეუცხიმო რძენაღებიმაწონიკეფირიკარაქიიოგურტინაყინიყველი და ყველაფერირაც შეიცავს ყველს.

რძის ცილას შეიძლება შეიცავდეს ბევრი არა რძის პროდუქტებიც მაგკონსერვირებული ტუნაძეხვი (კაზეინი), ენერგეტიკული სასმელებისაღეჭი რეზინა (რძის შრატიდა სხვა.

 

რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის

ბავშვებში, რომლებიც ალერგიული არიან რძეზე, ძუძუთი კვებამ და ჰიპოალერგიული ფორმულის გამოყენებამ, შეიძლება თავიდან აგვარიდოს ალერგიული რეაქციები.

ძუძუთი კვება ჩვილის კვების საუკეთესო წყაროა. რეკომენდირებულია რაც შეიძლება ხანგრძლივი ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ჩვილი არის რძის ალერგიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

ჰიპოალერგიული ფორმულები წარმოიქმნება ფერმენტების გამოყენებით რძის ცილების დასაშლელად (ჰიდროლიზირებისთვის), როგორიცაა კაზეინი ან შრატი. შემდგომი დამუშავება შეიძლება მოიცავდეს ადუღებას და ფილტრაციას. მათი დამუშავების დონის მიხედვით, პროდუქტები კლასიფიცირდება ნაწილობრივ ან ინტენსიურად ჰიდროლიზირებულ ნარევებად.

ზოგიერთი ჰიპოალერგიული ფორმულა არ არის რძეზე დაფუძნებული, არამედ შეიცავს ამინომჟავებს. ინტენსიურად ჰიდროლიზებული პროდუქტების გარდა, ამინომჟავაზე დაფუძნებული ფორმულები ყველაზე ნაკლებად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს.

სოიოზე დაფუძნებული ფორმულები რძის ნაცვლად სოიოს ცილაზეა დაფუძნებული. სამწუხაროდ, რძის ალერგიის მქონე ზოგიერთ ბავშვს ასევე უვითარდება ალერგია სოიოს მიმართაც.

თუ თქვენ ხართ მეძუძური დედა იღებთ რძის პროდუქტებს, ხოლო თქვენი შვილი კი ალერგიულია რძეზე, ძროხის რძის პროტეინებმა, რომლებიც დედის რძეში გადადიან, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამ შემთხვევაში საჭიროა რაციონიდან გამორიცხოთ ყველა პროდუქტი, რომელიც შეიცავს რძეს. 

პაციენტები, რომლებიც არიან ურძეო დიეტაზე, საჭიროებენ დაბალანსებულ კვებას. ასეთ დროს შეიძლება საჭირო გახდეს დანამატების მიღება რძეში არსებული კალციუმის და საკვები ნივთიერებების ჩასანაცვლებლად, როგორიცაა D ვიტამინი და რიბოფლავინი.

 

რძის ალერგია თუ ლაქტოზას აუტანლობა?

რძის ან რძის პროდუქტების მიმართ ალერგია და ლაქტოზის აუტანლობა განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

 

რძის ან რძის პროდუქტების მიმართ ალერგიას როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფუძვლად იმუნური მექანიზმები უდევს. ლაქტოზის აუტანლობა კი დაკავშირებულია ფერმენტულ დეფიციტთან.

ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებს არ შეუძლიათ რძეში შემავალი შაქრის (ლაქტოზას) მონელება, რადგან მათ აქვთ ლაქტაზას დეფიციტი, ფერმენტის, რომელიც წარმოიქმნება წვრილი ნაწლავის ლორწოვანის უჯრედების მიერ.

ლაქტაზა საჭიროა ლაქტოზის მეტაბოლიზმისთვის. ამ ფერმენტის ნაკლებობა - რომელიც ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ დროებითი იყოს მაგ. ინფექციის გამო, იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დიარეა.

 

თუ თქვენ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ პრობლემები რძის პროდუქტების მიღების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დროებით ამოიღოთ რძის პროდუქტები რაციონიდან - მაგალითად რძე, ყველი და იოგურტი - და ნახოთ, გაუმჯობესდება თუ არა თქვენი სიმპტომები. დიაგნოზის დასაზუზტებლად საჭიროა მიმართოთ ალერგოლოგს და პირველ რიგში გამოირიცხოთ რძის მიმართ ალერგია.

 

დიაგნოსტიკა

ალერგოლოგი ვიზიტის დროს გამოიკითხავს დეტალურ ისტორიას, გკითხავთ, რა მიირთვით, რა სიმპტომები გაგივითარდათ, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სიმპტომები და რა გააკეთეთ მათ შესამსუბუქებლად. 

- ყველაზე გავრცელებული სადიაგნოსტიკო ტესტებია: კანის სინჯები ან სპეციფიკური IgE-ის გამოვლენა სისხლის შრატში; 

ორივე ტესტი ეძებს იმუნოგლობულინის E (IgE) ანტისხეულების არსებობას, რომლებიც გამონთავისუფლდება, როდესაც ორგანიზმში ხვდება ნივთიერება, რომლის მიმართაც მგრძნობიარე ხართ. სწორედ ეს ანტისხეულები იწვევენ ალერგიის სიმპტომებს.

- კვლევებმა აჩვენეს, რომ რძის ცილების ზოგიერთი სახეობა (კაზეინი და შრატში ნაპოვნი ორი ცილა - ალფა-ლაქტალბუმინი და ბეტა-ლაქტალბუმინი) უფრო სერიოზულ რეაქციებზე არიან პასუხისმგებელნი. ახალი ტიპის სისხლის ტესტი, რომელიც ცნობილია როგორც კომპონენტური (მოლეკულური) ტესტი, შეიძლება დაეხმაროს ალერგოლოგს განსაზღვროს სერიოზული რეაქციის განვითარების რისკი ამ სპეციფიკური ცილების მიმართ სენსიბილიზაციის გამოვლენით.

- კიდევ ერთი ტესტი, რომელიც გამოიყენება რძის მიმართ ალერგიის დასადგენად, არის პროვოკაციული ტესტი. ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ტარდება და მცირე რაოდენობით რძის შემცველ ნივთიერების ან რძის ფხვნილის მიღებას გულისხმობს პაციენტის მიერ, რათა მოხდეს დაკვირვება განვითარდება თუ არა რეაქცია. იმის გამო, რომ განვითარებული რეაქცია შეიძლება იყოს მძიმე, ეს ტესტი ტარდება აუცილებლად ალერგოლოგის მიერ იქ, სადაც სასწრაფო დახმარების აღჭურვილობა და მედიკამენტებია ხელმისაწვდომი.