Nuk
რისთვის გვჭირდება ანტიბიოტიკი?

თარიღი: 09 იანვარი, 2019

რისთვის გვჭირდება ანტიბიოტიკი?

ანტიბიოტიკი ბაქტერიების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომლის მოქმედება დამყარებულია ბაბქტერიების ზრდის შეჩერეაზე ან მათ განადგურებაზე.
ის არ მოქმედებს ვირუსებზე და სხვა მიკრობებზე.
რადგან ყველა ინფექციური დაავადება ბაქტერიებით არ არის გამოწვეული, ანტიბიოტიკების გამოყენება ყოველთვის საჭირო არ არის.

 

გაიცანით პირველი ანტიბიოტიკი

მან 1928 წელის შემდეგ კაცობრიობის ცხოვრება ნამდვილად შეცვალა.

პირველი ანტიბიოტიკის აღმომჩენს ალექსანდრე ფლემინგი ერქვა.
შვებულებაში გასვლისას ფლემინგს კაბინეტში სპეციალურ ნიადაგზე გამოზრდილი ბაქტერიები დარჩა. უპატრონოდ დარჩენილი ნიადაგი ბაქტერიანებიანად დაობდა. შვებულებიდან დაბრუნებული ფლემინგი გაოცებას ვერ მალავდა - იმ ადგილას, სადაც ბაქტერიების კოლონიას ობი მოსდებოდა, ბაქტერიები სრულად განადგურებულიყო.
მეცნიერი მიხვდა - ობის სოკო რაღაც ჯადოსნურ ნივთიერებას გამოჰყოფდა, რაც ბაქტერიებს ანადგურებდა. და მან შეძლო ამ ნივთიერების გამოყოფა.
პირველი ანტიბიოტიკი, რომელიც ფლემინგმა აღმოაჩინა, პენიცილინი იყო. 1945 წელს ამ აღმოჩენისათვის მეცნიერმა ნობელის პრემია მიიღო!
ანტიბიოტიკების აღმოჩენით კაცობრიობამ მრავალი ინფექციური დაავადებება დაამარცხა, მაგრამ თავი სხვა პრობლებამ იჩინა - დაიწყო ანტიბიოტიკების უსისტემო და ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი გამოყენება.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის 2012 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ყოველწლიურად 25 000 ადამიანი იღუპება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებით.
აი, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ:
ანტიბიოტიკებს აქვთ იმუნიტეტის დაქვეითების უნარი, რაც ზრდის ახალი ინფექციით დასნებოვნების რისკს.
მათი უსისტემო გამოყენება იწვევს ბაქტერიების მედეგობის ზრდას ანტიბიოტიკებისადმი, რაც შემდგომში მათი უეფექტობის მიზეზი ხდება. ეს კი განაპიროებებს დაავადებათა მძიმე ფორმების გავრცელებას, რის გამოც ადამიანს სულ უფრო ხშირად დასჭირდება უფრო ძლიერი და ძვირადღირებული ახალი თაობის ანტიბიოტიკების მიღება, დაავადებების მკურნალობა სულ უფრო გართულდება.
ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების მდეგებოს ზრდა კაცობრიობას აუცილებლად დააბრუნებს იმ ერაში, როცა ანტიბიოტიკების არარსებობის გამო ინფექციური დაავადებებით ათასობით ადამიანი კვდებოდა.

 

რა უხშირესი გვერდითი ეფექტები შესაძლოა მოჰვეს ანტიბიოტიკების გადაჭრბებულ გამოყენებას

ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა
სოკოვანი ინფექციის განვითარება
შარდ-კენჭოვანი, ნაღველკენჭოვანი დაავადეების განვითარების რისკი
სმენის დაქვეითება
მგრძნობელობის მატება მზის სხივების მიმართ
ცვლილებები სისხლმბად სისტემაში
სისხლის შედედების დარღვევები
ალერგიული რეაქციები
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ადრეულ ასაკში ჩატარებული ხშირი ანტიბიოტიკოთერაპია შემდგომში შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის რისკს ზრდის.

 

უნდა მისცეთ თუ არა გრიპის და გაციების დროს ანტიბიოტიკი თქვენს პატარას?

არა! სასუნთქი გზების მწვავე ინფექციათა უდიდესი ნაწილი ვირუსებითაა გამოწვეული, მათზე კი ანტიბიოტიკი საერთოდ არ მოქმედებს.
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა - ანტიბიტიკის გამოყენება არც ვირუსების გართულებებისაგან გვიცავს, ამიტომ გრიპისა და გაციების დროს ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე.
გახსოვდეთ - მაღალი ცხელება ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენება არ არის.

 

კიდევ რამდენიმე რჩევა

ნუ მიიღებთ და ნუ მისცემთ პატარას ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე
ყურადღება მიაქციეთ ანტიბიოტიკების შენახვის წესებს-ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ფხვნილისაგან მომზადებული სუსპენზია გრილ ადგილს საჭიროებს, ზოგი კი -ოთახის ტემპერატურაზე შენახვას.
დანიშნული ანტიბიოტიკის კურსი აუცილებლად ბოლოდე უნდა ჩატარდეს, წაინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ბაქტერიები სრულად არ განადგურდნენ და ცოტა ხანში დაავადებამ კვლავ იჩინოს თავი.

 

 სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე