Nuk
ექიმი კომაროვსკი: როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ხშირად ავადმყოფობს?

თარიღი: 27 თებერვალი, 2017

გთავაზობთ ცნობილი ექიმის, ევგენი კომაროვსკის ძალიან საინტერესო  სტატიას თემაზე, თუ რატომ ავადობს ბავშვი ძალიან ხშირად და რა გამოსავალი არსებობს ასეთ დროს.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები გახშირებულ ვირუსებსა და გრიპზე ჩივიან. ალბათ ბევრს გაუძნელდება დათვალოს, თუ რამდენჯერ გახდა ავად მისი ბავშვი წლის მანძილზე. ხშირად დაავადებები ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს, გაძნელებულ სუნთქვას ხველა მოყვება, შემდეგ ყურის ტკივილი, ყელის და ასე გაუთავებლად. ისმის კითხვა, ვინაა ამაში დამნაშავე?

 

ხშირად ამბობენ, რომ ასაკთან ერთად ბავშვი გამოიმუშავებს იმუნიტეტს და უფრო გამძლე ხდება. მოდით გავარკვიოთ, უნდა დაველოდოთ თუ უნდა ვუმკურნალოთ? მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი, ეს იშვიათი შემთხვევაა. ამიტომ ამ ტერმინის ასე გამოყენება არ შეიძლება. პირველადი იმუნოდეფიციტი უსერიოზულესი დაავადებაა და გრიპის გართულებასთან ერთად ინფექციურ დაავადებებსაც იწვევს. იმუნოდეფიციტს საერთო არაფერი აქვს ორთვიან გაციებასთან. ამიტომ გვახსოვდეთ, რომ გრიპი არის მხოლოდ გარემო ფაქტორებით განპირობებული მოვლენა და ის აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვს შეიძლება დაემართოს.

 

მთავარი დასკვნა: თუ ჯანმრთელი ბავშვი ხშირად ხდება ავად, მას აქვს შეუგუებლობა გარე სამყაროსთან. ამ დროს კი, არსებობს ორი გამოსავალი: დავეხმაროთ მას მედიკამენტებით ან შევცვალოთ გარე სამყაროს მაპროვოცირებელი ფაქტორები. აი რამდენიმე კარგი რჩვა მშობლებს:

 

1. ჰაერი უნდა იყოს სუფთა და ტენიანი. უარი თქვით ყველაფერზე, რასაც აქვს სპეციფიკური სუნი, საღებავები, დეზოდორანტები, სარეცხი საშუალებები.

2. შეძლებისდაგვარად მოაწყვეთ საბავშვო ოთახი და დაალაგეთ ის ჩვეულებრივი წყლით, ყოველგვარი გამწმენდი საშუალებების გარეშე. ბავშვის ოთახში უნდა იყოს ჰაერის დამატენიანებელი, ტემპერატურა ღამით არა უმეტეს 18 °С და ტენიანობა 50-70%. მუდმივად ანიავეთ ოთახი და აუცილებლად ძილის წინ.

3. მნიშვნელოვანია, ძილის დროს ოთახში გრილოდეს და ბაშვს ეცვას თბილი ღამის პიჟამო. თეთრეული კი მხოლოდ ბავშვის სარეცხი საშუალებით იყოს გარეცხილი.

4. არასოდეს დააძალოთ ბავშვს ჭამოს მაშინ, როცა მას არ უნდა. იდეალურია კვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას თავად ითხოვს. არ მისცეთ სასუსნავი კვებებს შორის და მოერიდეთ ტკბილეულს.

5. აუცილებელია, რომ სითხე ბავშვმა მიიღოს მაშინ, როცა მას უნდა. გამორიცხეთ რაციონიდან გაზირებული ტკბილი სასმელები და აქცენტი გააკეთეთ მინერალურ წყალზე, წვენებსა და ხილის ჩაიზე.

6. სამოსი უნდა იყოს მინიმალისტური. გახსოვდეთ, რომ ოფლიანობა ხშირ ავადობას იწვევს. ბავშვს არ უნდა ეცვას მშობლებზე უფრო თბილად. თუ ასეთ ჩაცმას უკვე მიაჩვიეთ, მაშინ გახადეთ მას ეტაპობრივად.

7. სათამაშოების არჩევისას აუცილებლად იფიქრეთ ხარისხზე, მით უმეტეს თუ ბავშვს უყვარს მათი პირში ჩადება. ნებისმიერი რბილი სათამაშო ალერგიულია და მტვერს იდებს, ამიტომ ჯობს არჩევანი შეაჩეროთ სათამაშოებზე, რომლებიც ირეცხება.

8. მაქსიმალურად ხშირად და დიდხანს ასეირნეთ ჰაერზე. ძალიან კარგია სეირნობა ძილის წინ.

9. იდეალურია ვარჯიში სუფთა ჰაერზე, მათ შორის თამაშიც ბავშვებთან, ოღონდ გარეთ და არა დახურულ სივრცეში.

10. დამატებითი აქტივობებისთვის ბავშვი ჯერ უნდა გაკაჟდეს და შემდეგ იფიქროთ იმაზე, რომ ატაროთ ის დამატებით წრეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

11. ბავშვისთვის, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, აუცილებელია დასვენება ზაფხულში. 3-4 კვირამაც კი შეიძლება გააუმჯობესოს იმუნური სიტემა. აქვე გახსოვდეთ, რომ ასეთი ბავშვებისთვის, ზღვაზე დასვენება რეკომენდებული არაა.

წყარო: www.fortuna.ge