Nuk
როგორ გავუმკლავდეთ გამონაყარს

თარიღი: 13 მაისი, 2020

რა უნდა იყოს იმაზე უსიამოვნო, როდესაც იღვიძებ და სახეზე გამონაყარს აღმოაჩენ. ეს პატარა წერტილები მომენტალურად, დილიდანვე გვაყენებენ ცუდ ხასიათზე (მით უმეტეს, თუ წინ საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული, საპასუხიმსგებლო დღე გვაქვს).

პირველი, რაც თავში მოგვდის, მათგან სასწრაფოდ გათავისუფლებაა, მაგრამ ისე, რომ მაკიაჟმა შეძლოს მათი კვალის დაფარვა. სწორედ აქ შევდივართ ჩიხში – როგორც წესი გამონაყარს უფრო ვაღიზიანებთ, ის სივება და მტკივნეული ხდება.

 

ჯერ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევებში:
- აიღეთ ყინულის კუბები და ნაზად წაისვით გამონაყარზე. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ავიწროვებს ფორებს. ეს მეთოდი გამონაყარს არ აალაგებს, თუმცა შეამცირებს შეშუპებას, სიწითლეს და ტკივილს.
- აკნესა და პერიოდულ გამონაყართან საბრძოლველად ბევრი საშუალება იყიდება. ზოგიერთი მათგანი შეიცავს ბენზოლის პეროქსიდს. ეს ნივთიერება კლავს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს და კანს ზედმეტი ცხიმის გამოდევნაში ეხმარება(შეგახსენებთ, რომ ზედმეტი ცხიმი გროვდება კანში, აბინძურებს და იწვევს გამონაყარს).
- დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი. იგი სავსეა მკვებავი ელემენტებით, ასუფთავებს ორგანიზმს და გამოდევნის ტოქსინებს. კანიდან გამოაქვს უსარგებლო ბაქტერიები. გაიხადეთ წყლის სმა ცხოვრების წესად და დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად დაინახავთ.
- გაიმდიდრეთ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით – ჩაიტარეთ ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმი კანის სილამაზის” კურსი და დაეხმარეთ თქვენს კანს, გამოიყურებოდეს ჯანსაღად და უნაკლოდ.

როგორ არ უნდა მოვიქცეთ გამონაყარის დროს:
- როგორც წესი, გამონაყარის აღმოჩენისთანავე ვჩხვლეტთ მას და ვცდილობთ თითებით გამოვდევნოთ მასში არსებული სითხე, რაც არასწორია. გამონაყარს მოსამწიფებლად 3-დან 7 დღემდე სჭირდება. ამის შემდეგ ის თანდათან ალაგდება. ხოლო თუ თქვენ მას მანამდე გააღიზიანებთ, პრობლემა შეიძლება გართულდეს, შეიჭრას იფნექცია და არ ალაგდეს 1 თვის განმავლობაშიც კი.
- სახე დაიბანეთ დღეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი გამოშრება. როდესაც კანი მშრალია, იწყება ცხიმის გამომუშავების პროცესი. ანუ, რაც უფრო ხშირად ვიბანთ სახეს, მით უფრო აქტიურდება კანი რომ გამოიმუშავოს მეტი ცხიმი. შედეგად, ფორები გადავსებულია უსარგებლო ცხიმით რაც სამომავლოდ განაპირობებს გამონაყარის წარმოქმნას.
- სახიდან მკვდარი უჯრედების მოცილება და სკრაბებით გაწმენდა კვირაში მაქსიმუმ ოეჯერ არის რეკომენდებული. ეს პროცედურები ძალიან ფრთხილად უნდა გაიკეთოთ. მსუბუქი გამონაყარის შემთხვევაშიც კი, ეს პროცედურა ცოტა ხნით გადადეთ. თუ ძალიან ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება გაღიზიანდეს ფერიჭამელა, შეგეჭრათ ინფექცია ან გამონაყარის გამომწვევი ბაქტერიები სახის დანარჩენ უბნებსაც გადაედოს.
- არ ენდოთ მითებს, რომ გამონაყარს და ფერიჭამელებს კბილის პასტა, სუნამო ან კვერცხის ცილა შველის. ნუ ჩაატარებთ თქვენს კანზე ცდებს. გაიარეთ კონსულტაცია კოსმეტოლოგთან ან დერმატოლოგთან და გაითვალისწინეთ სპეციალისტის მითითებები. წინააღმდეგ შემთხვევაში კანს დაიზიანებთ და შესაძლოა ლაქებიც დაგრჩეთ.